სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გაანადგუროს პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო კადრები

როგორც ცნობილია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ინახება ვიდეო არქივი, სადაც სხვა ჩანაწერებთან ერთად, გარკვეულ პირთა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებია ასახული. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურმა პირებმა გააკეთეს განცხადებები ვიდეო არქივის განდგურების შესახებ, ეს მასალა კვლავ სამინისტროში რჩება. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა და აზრთა სხვადასხვაობის გათვალისწინებით, ხელმომწერი არასამთავრობო ორგანიზაციები აუცილებლად მივიჩნევთ აღნიშნულ საკითხზე სამართლებრივად სწორი პოზიციის დაფიქსირებას. 

2013-07-05 08:32 სრულად ნახვა

საიას მოსაზრებები კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე

საია ეხმაურება 82 დეპუტატის მიერ ინიცირებულ კონსტიტუციურ ცვლილებებს და მოკლედ წარმოადგენს მოსაზრებებს აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით.   პირველ რიგში, უარყოფითად უნდა შეფასდეს ის ფაქტი, რომ პარლამენტის წევრებმა კონსტიტუციური ცვლილების თაობაზე კანონპროექტები დაინტერესებული საზოგადოების მონაწილეობის გარეშე მოამზადეს. კონსტიტუციური ცვლილების დახურულ ფორმატში შემუშავება ხელს ვერ შეუწყობს დემოკრატიულ პროცესში ფართო საზოგადოებრივ ჩართულობას, რაც აუცილებლად მიგვაჩნია ქვეყნის უზენაესი კანონის შეცვლის პროცესში. 

2013-07-05 04:06 სრულად ნახვა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის დაკვირვებას ახორციელებს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის დაკვირვებას ახორციელებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგს 1 ივლისიდან შეუდგა. ორგანიზაცია   წინასაარჩევნო პერიოდს რეგიონული ოფისების მეშვეობით, საქართველოს 7 რეგიონში: აჭარაში, გურიაში, იმერეთში, შიდა ქართლში, ქვემო ქართლში, კახეთში, მცხეთა-მთიანეთსა და თბილისში აკვირდება. 

2013-07-04 03:45 სრულად ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვა საქართველოს პრეზიდენტს არჩევნების თარიღის შეცვლის თაობაზე

2013 წლის 1 ივლისს ცნობილი გახდა პრეზიდენტის გადაწყვეტილება საპრეზიდენტო არჩევნების თარიღის გამოცხადების შესახებ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების გამართვის თარიღად ჯერ 27 ოქტომბერი გამოაცხადა, თუმცა, მოგვიანებით, საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი შეიცვალა და პრეზიდენტის განკარგულების თანახმად იგი 31 ოქტომბერს გაიმართება.  

2013-07-03 08:22 სრულად ნახვა

ბალანსი მანიფესტაციისა და გადაადგილების თავისუფლებებს შორის

ბოლო წლებში გამართული არაერთი აქცია შემიძლია გავიხსენო, რომლის მონაწილეებიც პოლიციამ ტრანსპორტის სავალი გზის გადაკეტვის და შესაბამისად, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის მოტივით დააკავა. თუმცა ახლა ბოლო შემთხვევაზე, 2013 წლის 1 მაისის მანიფესტაციაზე გიამბობთ, როდესაც კიდევ ერთხელ გახდა აქტუალური კითხვა _ როგორ უნდა დაიცვას სახელმწიფომ ბალანსი მანიფესტაციისა და გადაადგილების თავისუფლებებს შორის. 

2013-07-02 05:07 სრულად ნახვა

არასამთავროვო ორგანიზაციათა ერთობლივი განცხადება სოფელ სამთაწყაროში გუშინ განვითარებულ მოვლენებზე სახელმწიფოს მხრიდან დროული და ეფექტური რეაგირების განხორციელების აუცილებლობასთან დაკავშირებით

სოფელ სამთაწყაროში გუშინ განვითერებული მოვლენების თაობაზე არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას აკეთებენ და ხელისუფლებას მოუწოდებენ სასწრაფოდ გადადგას ქმედითი ნაბიჯები ადგილობრივი მუსლიმების უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და კონფლიქტის დარეგულირების მიზნით.   

2013-06-29 07:50 სრულად ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციები ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს სისხლის სამართლის საპროცესო ნორმების დაცვისკენ მოუწოდებენ

27 ივნისს მედიის სხვადასხვა საშუალებით გავრცელდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა თავისუფლება შეუზღუდა და სამინისტროს შენობაში დაკითხვის მიზნით გადაიყვანა ქალაქ თბილისის მერიისა და საკრებულოს თანამდებობის პირები, რომლებიც აცხადებენ, რომ ისინი ავტომანქანით მგზავრობისას მოულოდნელად გააჩერეს სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა პირებმა. მათ აცნობეს, რომ დაკავებულნი იყვნენ, ხელბორკილი დაადეს, ჩამოართვეს მობილური ტელეფონები და გადაიყვანეს პოლიციის შენობაში.   

2013-06-28 07:38 სრულად ნახვა

საიამ წამების მსხვერპლთა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნა

26 ივნისი წამების მსხვერპლთა დაცვის საერთაშორისო დღეა. ყოველწლიურად  საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აღნიშნულ დღეს სხვადასხვა აქტივობით აღნიშნავს. წელს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ორგანიზებით აღნიშნულ თემაზე ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა ლექცია/დისკუსია და განხილულ იქნა შემდეგი საკითხები:  

2013-06-26 11:05 სრულად ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება 20 ივნისს შსს-ში გამართული შეხვედრის შესახებ

საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, საჭიროდ მივიჩნევთ, განვმარტოთ, თუ რა მიზეზებით განვაცხადეთ უარი გუშინ შინაგან საქმეთა სამინისტროში ადამიანთა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ამსახველი კადრების ნახვაზე.    პირველ რიგში გვსურს აღვნიშნოთ, რომ გასული წლების განმავლობაში ადგილი ჰქონდა ადამიანის უფლებათა სისტემურ დარღვევებს. ადამიანის აბსოლუტური უფლებების შელახვა ყველაზე სასტიკ და დამამცირებელ ძალადობაში ვლინდებოდა. ბოლო პერიოდში პენიტენციალურ სისტემაში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის, ისევე როგორც პირადი ინტიმური ცხოვრების ამსახველი ვიდეო კადრების გავრცელებით საზოგადოებისთვის კიდევ უფრო მეტად ხილული გახდა იმ ძალადობის სისასტიკე და მასშტაბი, რომელსაც სახელმწიფო ადამიანების მიმართ ახორციელებდა და რომელიც წლების განმავლობაში სამართლებრივი რეაგირების გარეშე რჩებოდა. რიგ შემთხვევებში წამება და არაადამიანური მოპყრობა უმძიმესი დანაშაულების აღიარებისა თუ ადამიანთა პასუხისგებაში მიცემის საფუძველი ხდებოდა. 

2013-06-21 05:05 სრულად ნახვა

კონკურსი საიას აჭარის ფილიალში იურისტის თანამდებობაზე

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს კონკურსს აჭარის ფილიალში იურისტის თანამდებობაზე   (სპეციალიზაცია-სამოქალაქო-ადმინისტრაციული)   ძირითადი მოვალეობებია: 

2013-06-20 07:30 სრულად ნახვა