სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

წიგნები საქართველოდან ემიგრანტებისთვის

2017-04-04 14:33
Featured image

2017 წლის 1 აპრილს, ფაბრიკაში  საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) გამართა ღონისძიება #წიგნებისაქართველოდან, რომლის მიზანი იყო წიგნის ბანკის შეგროვება, რათა შემდგომ შეგროვილი წიგნები გაეგზავნოს ემიგრანტებს და შეიქმნას წიგნის კუთხე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. კამპანიას შემოუერთდა საზოგადოებრივი მოღვაწეები, მწერლები, მორაგბეები და ბევრი სხვა.

 

კამპანიის იდეა გაჩნდა საიას მიგრაციის პროექტის ფარგლებში გამართული შეხვედრების შედეგად, რა დროსაც ხუთი სხვადასხვა ქვეყნიდან (პოლონეთი, თურქეთი, საბერძნეთი, უკრაინა, იტალია), ემიგრანტებმა გამოთქვეს ბიბლიოთეკის შექმნის/გამდიდრების სურვილი.

 

კამპანიია დაიწყო 1 აპრილის ღონისძიებაზე, თუმცა წიგნების შეგროვება გაგრძელდება აპრილის ბოლომდე (კამპანიის პირველი ტალღა): თქვენ საშუალება გაქვთ ნებისმიერ დროს აპრილის ბოლომდე ჩააბაროთ წიგნები საიას ნებისმიერ რეგიონულ ოფისში. ამასთან, გუნდი მოუწოდებს ყველას, გადაიღონ ფოტო წიგნებთან ერთად და ატვირთონ ჰეშთეგით #წიგნებისაქართელოდან.

 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მადლობას უხდის ყველა დაინტერესებულ პირს თუ ორგანიზაციას ჩართულობისთვის და ასევე ყველა კომპანიას კამპანიისთვის გამოყოფილი სერვისებისა და მხარდაჭერისთვის.