სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია-ს თბილისის იურიდიული დახმარების ცენტრში თანაშემწეთა/სტაჟიორთა კონკურსის მონაწილეთა საყურადღებოდ

2021-11-11 17:45
Featured image

გაცნობებთ, რომ სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით გამოცდის მაქსიმალური შეფასება შეადგენდა 16 ქულას. გასაუბრების ეტაპზე გადავიდნენ ის კონკურსანტები, რომლებმაც წერითეტაპზე მიიღეს მინიმუმ 10 ქულა.

სისხლის სამართლის მიმართულებით წერითი გამოცდის მაქსიმალური შეფასება შეადგენდა 8 ქულას. გასაუბრების ეტაპზე გადავიდნენ ის კონკურსანტები, რომლებმაც მიიღეს  მინიმუმ 5.5 ქულა.

მონაწილეები, რომლებიც გადავიდნენ გასაუბრების ეტაპზე, უახლოეს მომავალში მიიღებენ ელ. ფოსტაზე შეტყობინებას გასაუბრების თარიღისა და ფორმატის შესახებ.

გასაუბრება გაიმართება დისტანციურ რეჟიმში პროგრამა Zoom-ის მეშვეობით სისხლის სამართლის მიმართულებით 16 ნოემბერს, ხოლო სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით - 18 და 19 ნოემბერს.

კონკურსანტებს, რომლებიც ვერ გადავიდნენ გასაუბრების ეტაპზე, შეუძლიათ ისარგებლონ აპელაციის უფლებით. წერითი დავალების შეფასების გასაგებად და აპელაციის უფლებით სარგებლობისთვის უნდა მოგვწეროთ მეილზე: mgabroshvili@gyla.ge შედეგების თაობაზე შეტყობინების მიღებიდან 2 დღის ვადაში. შეფასების გაგების შემდგომ აპელაციისთვის უნდა მობრძანდეთ საიას ოფისში (მის: ქ. თბილისი, ჯ. კახიძის ქ. N15), ნაშრომის გაცნობის შემდგომ კი, უნდა მოამზადოთ დასაბუთებული სააპელაციო განაცხადი.

მადლობას გიხდით კონკურსში მონაწილეობისთვის.