სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საზოგადოებას შრომით უფლებებთან დაკავშირებულ კვლევა წარუდგინა

2011-12-19 09:58
Featured image

2011 წლის 19 დეკემბერს ადამიანის უფლებებისადმი მიძღვნილ ღონისძიებათა სერიის ფარგლებში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ  საზოგადოებას შრომით უფლებებთან დაკავშირებულ კვლევა წარუდგინა.

2010 წლის ბოლოდან საია ახორციელებს ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტს „ახალგაზრდა იურისტები ძირითადი შრომითი უფლებების ეფექტური დაცვისა და წახალისებისთვის საქართველოში“, რომლის ფარგლებშიც უფასო იურიდიულ დახმარებას უწევდა იმ ადამიანებს, რომელთა შრომითი უფლებებიც დაირღვა.

ვინაიდან პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიზანია ეროვნული კანონმდებლობის დახვეწა და ევროპულ სტანდარტებთან ჰარმონიზაცია, წარმოდგენილი იქნება ქართული შრომის სამართლის ანალიზი, რომელიც მოიცავს:

•    ეროვნულ კანონმდებლობაში არსებული ძირითადი პრობლემების ანალიზს;
•    რეკომენდაციებს საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით.

კვლევის პრეზენტაციას ესწრებოდნენ საერთაშორისო ორგანიზაციების, საქართველოს პროფკავშირებისა და დამსაქმებელთა ასოციაციის, ასევე  ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და საკითხით დაინტერესებული სხვა პირები და ექსპერტები.