სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს 2 ვაკანსიას ზუგდიდში - იურისტის პოზიციაზე

2014-02-25 07:54
Featured image
მიმართულებები:
1. სისხლის სამართალი;
2. სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართალი
 
ძირითადი მოვალეობები:
 
მოქალაქეთათვის იურიდიული კონსულტაციებისა და საადვოკატო მომსახურების გაწევა;
გასვლითი კონსულტაციების ორგანიზება და სამართლებრივი პრობლემატიკის გამოკვეთა რეგიონის დონეზე; 
ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობის მონიტორინგი; 
ყოველთვიური ანგარიშების წერა;
საიას სახელით გამოქვეყნებული პუბლიკაციების მომზადება; 
სხვადასხვა შეხვედრების ორგანიზება;
 
 
ძირითადი მოთხოვნები:
 
უმაღლესი იურიდიული განათლება;
საიას ღირებულებების გაზიარება;
შრომის დისციპლინა;
გუნდური მუშაობის უნარი;
სამართლებრივი წერის კულტურა;
ანალიტიკური აზროვნების უნარი;
ძირითადი კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
 
სასურველია:
 
ადვოკატის საკვალიფიკაციო გამოცდა შესაბამისი სპეციალიზაციის მიხედვით; 
პროფესიით მუშაობის გამოცდილება;
ინგლისური/რუსული ენის ცოდნა;
მენეჯერული უნარჩვებები;
 
ანაზღაურება დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებასა და გასაუბრების შედეგზე.
 
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საიას ოფისებში (თბილისი - ჯ.კახიძის ქ. #15, ქუთაისი - კოსტავას ქ. #11), სრულად უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
 
1. განცხადება კონკურსში მონაწილეობის თაობაზე;
2. ავტობიოგრაფია (CV);
3. უმაღლესი იურიდიული განათლების დოკუმენტის (დიპლომის) ასლი; 
4. საადვოკატო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი მოწმობის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
5. სამოტივაციო წერილი;
6. 1 რეკომენდაცია
 
ან სურვილის შემთხვევაში აღნიშნული დოკუმენტები გამოგზავნონ შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე:sarajishvili@gyla.ge 
 
 
დოკუმენტები მიიღება 2014 წლის 14 მარტის 18: 00 საათამდე.
 
დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.
 
არასრულად მოწოდებული დოკუმენტები არ მიიღება შემდგომში განსახილველად.
საკონტაქტო ინფორმაცია:
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია:
თბილისი, ჯ. კახიძის ქ.#15
საკონტაქტო პირი: ანი ტაბიძე, ტელ.: 293 61 01; 295 23 53
თამარ სარაჯიშვილი: 593 16 79 77
 
ელ.ფოსტა: sarajishvili@gyla.ge