სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

სამუშაო შეხვედრა არასათანადო მოპყრობასთან ბრძოლის საკანონმდებლო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით

2011-06-30 12:26
Featured image

2011 წლის 30 ივნისს 11:00 საათზე სასტუმრო ამბასადორში” საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, არასათანადო მოპყრობასთან ბრძოლის საკანონმდებლო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით, სამუშაო ეხვედრა გამართა ადგილობრივ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სახელმწიფო სტრუქტურებთან.

შეხვდრაზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც მიზნად ისახავს არასათანადო მოპყრობასთან ბრძოლის გაუმჯობესებას საკანონმდებლო ხარვეზების გამოვლენისა და ალტერნატიული მექანიზმების შეთავაზების გზით.

მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები მოიცავს შემდეგ მნიშვნელოვან საკითხებს:

1. არასათანადო მოპყრობის ფაქტების ეფექტური გამოძიების უზრუნველყოფა და დაზარალებულთათვის სპეციალურ რეჟიმ განსაზღვრა _ ათთვის დამატებითი უფლებების მინიჭება;

2.   ექსპერტის/ექიმის ხელმისაწვდმობის უზრუნველყოფა თავისუფლებააღკვეთილი პირისთვის;

3.   გამოძიებისას მიუკერძოებლობის უზრუნველყოფა;

4.    სახალხო დამცველისა და სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრისათვის დამატებითი უფლებების მინიჭება მტკიცებულებათა დროულად მოპოვების მიზნით.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გეგმავს მომზადებული ცვლილებების წარდგენას არასათანადო მოპყრობის საწინააღმდეგო საუწყებათაშორისო საბჭოს წინაშე განხილვის მიზნით.