სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა განცხადება

2011-06-28 15:02
Featured image

ამავე დროს, ევროკავშირი თავს იკავებს საქართველოსთან ამ ხელშეკრულების დადებისაგან მანამ, სანამ საქართველო მთელ რიგ სფეროებში არ დაუახლოვდება ევროკავშირის სტანდარტებს. ერთ-ერთი ასეთი სფერო სურსათის უვნებლობაა. სწორედ ევროპული სტანდარტების დანერგვასთან არის დაკავშირებული თანამედროვე ტიპის სასაკლაოების გახსნა, რომლებშიც სანიტარული ნორმები მაქსიმალურად იქნება დაცული, რაც უზრუნველყოფს ქართულ ბაზარზე გამოტანილი ხორცის პროდუქტების უვნებლობას. ამავე დროს, ევროკავშირის სტანდარტები ასევე გულისხმობს კონკურენციიისათვის თავისუფალი პირობების შექმნასა და იმის უზრუნველყოფას, რომ დიდმა კომპანიებმა თავისი მონოპოლიური მდგომარეობით ბოროტად არ ისარგებლონ რიგითი მოქალაქეების ინტერესების ხარჯზე. სამწუხაროდ, საქართველოში ხორცის პროდუქტებზე ფასების ამასწინანდელი მკვეთრი ზრდა სწორედ იმის მანიშნებელია, რომ ქართულ ბაზარზე ჯანსაღი 

კონკურენტული გარემო ჯერ კიდევ არ არის შექმნილი და საქართველოს ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯების გადადგმა მართებს ამ პრობლემის მოსაგვარებლად.

ჩვენი მხრივ, სრულ მზადყოფნას ვაცხადებთ მხარში ამოვუდგეთ საქართველოს ხელისუფლებას ევროკავშირის სტანდარტებთან რეალური დაახლოების პროცესში.

საზოგადოებრივი ორგანიზაციები:

ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი

ასოციაცია „ევროპული გამოკვლევები საქართველოს ინოვაციური განვითარებისათვის“

კავშირი „21-ე საუკუნე“

ეკოლოგიურად სუფთა და გენმოდიფიცირებული კვების წარმოებაზე მონიტორინგისა და მეცნიერული კვლევის ეროვნული ცენტრი

ლიბერალური აკადემია -- თბილისი

სასურსათო პროდუქტების ექსპერტთა ასოციაცია

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი

ფონდი „ღია საზოგადოება -- საქართველო“

კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტი

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება

ასოციაცია „მწვანე ალტერნატივა“

ევროპული ინტეგრაციის ფორუმი

ინდივიდები:

ლაშა ტუღუში გაზეთ „რეზონანსის“

კახაბერ კონიაშვილი, ასოციაცია "საქრძის" აღმასრულებელი დირექტორი