სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიას ოზურგეთის ოფისი

2012-11-23 14:53
Featured image

ქ. ოზურგეთი, გაბრიელ ეპისკოპოსის ქ. N 25/ 10
საკონსულტაციო ტელეფონი/ფაქსი: (0496) 27 31 38
ელექტრონული ფოსტა: ozurgeti@gyla.ge
 

საიას ოზურგეთის ოფისის ხელმძღვანელია თამაზ ტრაპაიძე.
 

ზოგადი ინფორმაცია
 

დაფუძნება - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოზურგეთის ოფისი დაარსდა 2001 წელს. 1998 წლიდან 2001 წლამდე კი ოზურგეთში ფუნქციონირებდა მხოლოდ საკონსულტაციო ბიურო, რომელიც ახორციელებდა პროექტს "ადგილობრივი დემოკრატიის განვითარების ხელშეწყობა". აღნიშნული პროექტის დასრულების შემდეგ საკონსულტაციო ბიუროს ბაზაზე შეიქმნა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოზურგეთის ოფისი, რომელიც თავისი საქმიანობით ფარავს გურიის რეგიონის გეოგრაფიულ არეალს.
 

დაფარვის ზონა -  გურიის რეგიონი (ოზურგეთის, ჩოხატაურის, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტები)
 

თანამშრომლები

თამაზ ტრაპაიძე - ოფისის ხელმძღვანელი
ძაბა ზერეკიძე - ადვოკატი
მაია სურგულაძე - იურისტი
ქეთი თოიძე - იურისტი
 

ძირითადი საქმიანობები

საიას ოზურგეთის ოფისი საქმიანობს 4 ძირითადი მიმართულებით:

1) ადამიანის უფლებები:

ა) უფასო იურიდიული კონსულტაცია.

  • სატელეფონო კონსულტაცია;
  • პირადი კონსულტაცია;
  • სამართლებრივი დოკუმენტების შედგენა;
  • გასვლითი იურიდიული კონსულტაცია გურიის რეგიონის სოფლებში;

     

ბ) წარმომადგენლობა სასამართლოსა და ადმინისტრაციულ ორგანოებში სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე საია-ს გამგეობის მიერ დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად.
 

გ) სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება. საიას ოზურგეთის ოფისი ეხმარება როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს სხვადასხვა სახის სამართლებრივი დოკუმენტის მომზადებაში.
 

2) ეფექტური მმართველობა

ოზურგეთის ofiss 2006 წლიდან გაფორმებული აქვს მემორანდუმი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან, რომლის თანახმადაც საია რეკომენდაციებს უწევს და ამზადებს დასკვნებს თვითმმართველობის მიერ მისაღებ ადმინისტრაციულ აქტებზე. ამასთან, ოფისი თავადაც ამზადებს ნორმატიული აქტების პროექტებს, რომელსაც წარუდგენს საკრებულოს განსახილვევლად. მაგალითად, ოზურგეთის საკრებულომ დაამტკიცა საიას ოზურგეთის ოფისის მიერ მიწოდებული დადგენილების პროექტი, რომელიც არეგულირებდა ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის მიერ ცნობის გაცემისა და ბეჭდის გამოყენების წესს. ოზურგეთის ოფისი პრაქტიკულ დახმარებასა და კონსულტაციებს უწევს არამარტო ოზურგეთის, არამედ ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების საკრებულოებსაც.
 

3) ცნობიერების ამაღლება

საიას ოზურგეთის ოფისი ატარებს სემინარებსა და ტრენინგებს სხვადასხვა სამართლებრივ საკითხზე. სემინარები უტარდებათ ჟურნალისტებს, პედაგოგებს, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს, დევნილებს, ადამიანის უფლებების დამცველებს.
 

4) იურიდიული განათლება

ოზურგეთის ოფისში ფუნქციონირებს საკვირა სკოლა, სადაც უფროსკლასელები იღებენ სამართლებრივ განათლებას.