სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიამ პარლამენტს საქართველოს კანონის ”მაუწყებლობის შესახებ” კანონის პროექტზე დასკვნა წარუდგინა

2010-12-03 15:54
Featured image
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ პარლამენტს წარუდგინა სამართლებრივი დასკვნა ”საქართველოს კანონის ”მაუწყებლობის შესახებ” ცვლილებების და დამატეტებების შესახებ” კანონის პროექტზე.

წარმოდგენილი ინიციატივა მიზნად ისახავს  მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფას. საზოგადოებისათვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდებას იმის თაობაზე თუ ვინ არიან საქართველოში მოქმედი მედია საშუალებების მფლობელები.