სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიამ მონაწილეობა მიიღო 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდის ხელშეწყობასთან დაკავშირებით გამართულ დისკუსიაში.

2017-04-03 21:03
Featured image

#საიამ მონაწილეობა მიიღო დისკუსია - შეხვედრაში, რომელიც 31 მარტს IRI-ს ორგანიზებით გაიმართა თემაზე - „2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდის ხელშეწყობა.“ შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების საჭიროებაზე შეთანხმება, რომელიც უზრუნველყოფს წამახალისებელი მექანიზმის ეფექტურობას და ქალთა ნომინირებას სიის წამყვან პოზიციებზე, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობის გაზრდას. კერძოდ, თვითმმართველობის არჩევნებისთვის, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონში არსებული წამახალისებელი მექანიზმის წარდგენილი ცვლილებების თანახმად, პარტიულ სიაში განისაზღვროს საბაზისო დაფინანსებაზე დანამატი 30 %-ის ოდენობით, იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატთა სიის პირველ, მეორე დაყოველ მომდევნო ათეულში წარმოდგენილი იქნება ყოველ სამ კანდიდატს შორის ერთი განსხვავებული სქესი. ასევე, დაწესდესწამახალისებელი ფინანსების მიზნობრივი ხარჯვისა და მონიტორინგის რეგულაციები.