სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია ვანსა და ხონში მაჟორიტარული სისტემით გასამართ საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებს დააკვირდება

2018-04-27 14:51
Featured image

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 2018 წლის 28 აპრილს ვანსა და ხონში მაჟორიტარული სისტემით გასამართ საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებს დააკვირდება. 

საიას ოცამდე დამკვირვებელი კენჭისყრის დღის დაკვირვებას განახორციელებს როგორც სტატიკურად, ასევე მობილური ჯგუფების მეშვეობით. ორგანიზაციის სადამკვირვებლო გამოცდილების გათვალისწინებით.

კენჭისყრის დღის განმავლობაში, დაკვირვების მიმდინარეობის თაობაზე, საია რამდენჯერმე მიაწოდებს ინფორმაციას საზოგადოებას. 

საია დაფუძნების დღიდან (1994 წელი) აქტიურად აკვირდება საკანონმდებლო, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს და ცდილობს ხელი შეუწყოს არჩევნების მშვიდ, სამართლიან გარემოში ჩატარებას, საარჩევნო პროცესების დროს საქართველოს კანონმდებლობის განუხრელ დაცვას.