სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია თანაშემწეების მისაღებად კონკურსს აცხადებს

2010-11-08 14:17
Featured image
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული დახმარების ცენტრი აცხადებს კონკურსს ადვოკატისა და  კონსულტანტის თანაშემწეთა მისაღებად საზოგადოებრივ საწყისებზე.

კონკურსში მონაწილე პირი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
•    იყოს იურისტი ან იურიდიული ფაკულტეტის (საერთაშორისო სამართლის)  ბაკალავრიატის მე-3, მე-4  ან მაგისტრატურის კურსის სტუდენტი ან კურსდამთავრებული.
•    იცოდეს კომპიუტერთან მუშაობა (საოფისე პროგრამები)
კონკურსში მონაწილე პირმა უნდა წარმოადგინოს:
1.    განაცხადის ფორმა, რომელსაც ადგილზე შეავსებს.
2.    ავტობიოგრაფია (CV)
3.    იურისტის დიპლომის ან სტუდენტობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.
4.    სამოტივაციო წერილი   (კონკრეტულად მიუთითეთ, თუ  რატომ გსურთ საიას იურიდიული დახმარების ცენტრის მიერ გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მიღება, და  რა მოტივაცია გაგაჩნიათ)
იურიდიულ დახმარების ცენტრში თანაშემწედ ყოფნა გულისხმობს 6 თვიანი კურსის გავლას. კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში მონაწილეები მიიღებენ სერთიფიკატს.
თანაშემწეთა მოვალეობაში შედის:
1.    იურიდიულ დახმარების ცენტრში მოქალაქეებისაგან შემოსული კითხვა- პასუხების დაფიქსირება.
2.    სარჩელების, განცხადებებისა და სხვა სამართლებრივი  დოკუმენტაციის მომზადება.
3.    საკანონმდებლო სიახლეებზე მუშაობა.
4.    ბუკლეტებისა და ლიფლეტების შედგენისას კონსულტანტების დახმარება და სხვა მოვალეობათა შესრულება.

საბუთების მიღების ვადაა 2010 წლის   8  ნოემბრიდან  24 ნოემბრის  ჩათვლით.
კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:
1.    პირველი ეტაპი წერითი გამოცდა.
(წერითი გამოცდის დროს თქვენ დაგევალებათ თითო კაზუსის ამოხსნა სამოქ, ადმინისტ, სისხლის სამართლის დარგებიდან), რომელიც  ჩატარდება 2010  წლის   26   ნოემბერს  11 საათზე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სემინარების დარბაზში, ქვემოთ მითითებულ მისამართზე. კოდექსები იქონიეთ თან.
2.    მეორე  ეტაპი   გასაუბრება.
წერითი გამოცდის წარმატებით გადალახვის შემთხვევაში დაბარებული იქნებით  გასაუბრებაზე.
დამატებითი ინფორმაციისათვის საკონტაქტო პირი - ცისანა  ქადაგიშვილი.
მისამართი: თბილისი, ჯანსულ კახიძის ქ. #15
ტელ:  99 50 76;    93 61 01