სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია დაკვირვების პირველად შედეგებს აქვეყნებს

2010-05-30 06:25
Featured image
თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში, სადაც საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დაკვირვებას ახორციელებს ამ დროისათვის შემდეგი ტენდენციები ფისქირდება:

•    პრობლემები დამკვირველების საარჩევნო უბნებზე დროულად შესვლასთან დაკავშირებით;
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დამკვირვებლებს პრობლემები შეექმნათ განსაკუთრებულ შემთხვევაში შექმნილ საარჩევნო უბნებზე დროულად შესვლასთან დაკავშირებით. პრობლემები იყო, მობილური ტელეფონების შეტანასთან დაკავშირებითაც.
კერძოდ, დამკვირვებლები დაგვიანებით შეუშვეს მე-7 ოლქის 46-ე უბანზე; მე-4 ოლქის 35-ე უბანზე; მე-10 ოლქის მე-17 უბანზე; მე-4 ოლქის 39-ე უბანზე;
კომისიამ მობილური ტელეფონების უბნის გარეთ დატოვება მოითხოვა  მე-3 ოლქის 90-ე უბანზე; მე-6 ოლქის 123 უბანზე;
არჩევნებზე მომუშავე უწყებათაშორისო სამუშაო ჯგუფის ჩარევის შედეგად პრობლემები მოგვიანებით აღმოიფხვრა.

•    უბნის მოწყობასთან და კენჭისყრის პროცედურის დაწყებამდე ჩასატარებელი პროცედურების დროს გამვლენილი დარღვევები

ბევრ უბანზე მიღებული საარჩევნო ბიულეტენები საარჩევნო სიაში ამომრჩეველთა ოდენობაზე ნაკლებია, მაგალითად, აღნიშნული ფაქტები დაფიქსირდა მე-8 ოლქის 49-ე უბანზე; მე-9 ოლქის 47-ე უბანზე; 1-ლი ოლქის მე-2 უბანზე; 59-ე ოლქის 105-ე უბანზე; მე-9 ოლქის 48-ე უბანზე; 1-ლი ოლქის მე-4 უბანზე; მე-3 ოლქის 30-ე უბანზე; მე-4 ოლქის 24-ე და 25-ე უბანზე; მე-9 ქლის 47-ე უბანზე მე-3 ოლქის 90-ე უბანზე;  მე-9 ოლქის 44-ე უბანზე; მე-9 ოლქის 49-ე უბანზე; 58-ე ოლქის 80-ე უბანზე; 79-ე ოლქის 80-ე უბანზე;
მიღებული ბიულეტენების პაკეტის ლუქის მთლიანობა დარღვეული იყო 1-ლი ოქლის 42-ე უბანზე;
ბიულეტენების რაოდენობა არ გამოცხადდა საჯაროდ მე-3 ოლქის 11-ე უბანზე.
59-ე ოლქის 77-ე უბანზე რეგისტრატორების ბეჭდების რაოდენობა დადგენილ ოდენობაზე ნაკლებია;
მარკირების აპარატი მწყობრიდან გამოვიდა 59-ე ოქლის 96-ე, 10-ე, 53-ე, 41-ე, 124-ე, 51-ე, 52-ე, 101-ე უბნებზე;
აღსანიშნავია, რომ მიუხედავად იმისა, რომ თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში საარჩევნო უბნებზე ვიდეოთვალის აპარატურებია განთავსებული, კენჭისყრის კაბინები გადახურული არ არის, რამაც შესაძლოა ამომრჩეველს ხმის მიცემის ფარულობა დაარღვიოს. Mიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო კოდექსი არ ითვალისწინებს კაბინის გადახურვის ვალდებულებას, საია მოუწოდებს საარჩევნო ადმინისტრაციას, რომ მათ იხელმძღვანელონ 2008 წლის არჩევნების პრაქტიკით და უზრუნველყონ საარჩევნო კაბინების გადახურვა.

მოცემული დროისთვის, საიას დამკვირვებლებს დაწერილი აქვთ 5 საჩივარი საარჩევნო უბანზე გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით.