სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია და “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” 01 ივლისს მცხეთაში დაგეგმილი აქციის მიმდინარეობას დააკვირდება

2012-06-29 15:55
Featured image

საქართველოს  ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის  საერთაშორისო საზოგადოება” კოალიცია“ ქართული ოცნების” მიერ 2012 წლის 01 ივლისს მცხეთაში  დაგეგმილი  აქციის  მიმდინარეობას დააკვირდება. დაკვირვებას ორგანიზაციები წინასაარჩევნო გარემოს გრძელვადიანი მონიტორინგის ფარგლებში ახორციელებენ, რაც პოლიტიკური პარტიების მიერ ორგანიზებულ საჯარო შეხვედრების მიმდინარეობისა და შეკრებებისა და მანიფესტაციის  უფლების განხორციელების მონიტორინგს გულისხმობს.

ორგანიზაციის დამკვირვებლები მონიტორინგს გაუწევენ მცხეთაში მიმდინარე მოვლენებს, რომლებიც 2012 წლის 01 ივლისს დაგეგმილი  აქციის ორგანიზებას და აქციაში მონაწილე მოქალაქეების მობილიზება-გადაადგილებას უკავშირდება.

საია და “სამართლიანი არჩევნები” იმედოვნებენ, რომ აქცია მშვიდობიან გარემოში ჩატარდება, სახელმწიფო ორგანოების მიერ უზრუნველყოფილი იქნება შეკრებებისა და მანიფესტაციების კანონმდებლობით დადგენილი გარანტიები.