სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

მრგვალი მაგიდა სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის ადგილობრივი ასოციაციების წარმომადგენლებთან

2007-05-06 20:00
Featured image

4 მაისს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეხვედრების დარბაზში  პროექტისსოფლის ასოციაციების როლის გაძლიერება საქართველოს დემოკრატიული პროცესების განვითარებაშიფარგლებში გაიმართა მრგვალი მაგიდა, რომელსაც ესწრებოდნენ სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის ადგილობრივი ასოციაციების წარმომადგენლები.

 

შეხვედრის მთავარ მიზანს წარმოადგენდა იმ ადგილობრივი ასოციაციების უკეთ გაცნობა, რომლებთანაც პროექტის ფარგლებში იგეგმება სამომავლო თანამშრომლობა.

 

შეხვედრაზე დამსწრე პირებს მიეწოდათ დეტალური ინფორმაცია პროექტის შინაარსისა და სამოქმედო გეგმის შესახებ. მრგვალ მაგიდაზე განხილული იქნა პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევისქვემო-ქართლსა და ჯავახეთში ასოციაციების განვითარების შეფასება და მოსახლეობაში გენდერული მგრძნობელობისა და სოფლის ასოციაციებისადმი დამოკიდებულების  შედეგები.

 

მრგავლი მაგიდის ბოლო განისაზღვრა ადგილობრივი ასოციაციების საჭიროებების ჩამონათვალი და სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები.

 

30 თვიანი პროექტი დაფინანსებულია ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) მიერ, რომელიც ხორციელდება CARE-ავსტრიისა და CARE-საერთაშორისო კავკასიაში მიერ, პარტნიორ ორგანიაციებთან ერთადსაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საერთაშორისო ორგანიზაცია Civitas Georgica.