სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია-ს თბილისის იურიდიული დახმარების ცენტრში თანაშემწეთა/სტაჟიორთა კონკურსის მონაწილეთა საყურადღებოდ

2018-12-14 20:01
Featured image

გაცნობებთ, რომ ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლის მიმართულებით წერითი ეტაპის მაქსიმალური შეფასება შეადგენდა 16 ქულას. გასაუბრების ეტაპზე გადავიდნენ ის კონკურსანტები, რომლებმაც პირველ ეტაპზე მიიღეს მინიმუმ 9.5 ქულა. 

სისხლის სამართლის მიმართულებით წერითი გამოცდის მაქსიმალური შეფასება შეადგენდა 12 ქულას. გასაუბრების ეტაპზე გადავიდნენ ის კონკურსანტები, რომლებმაც მიიღეს  მინიმუმ 7.5 ქულა.

მეორე ეტაპზე გადასული კონკურსანტების სია და გასაუბრების დრო იხილეთ მიმაგრებულ ფაილში.

გასაუბრება გაიმართება სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით 18 დეკემბერს, ხოლო სისხლის სამართლის მიმართულებით - 19 დეკემბერს საიას სასემინარო დარბაზში, მის: ქ. თბილისი, ჯ. კახიძის ქ. N15. კონკურსის საბოლოო შედეგები განთავსდება საიას ოფიციალურ ვებ-გვერდზე მიმდინარე წლის 20 დეკემბერს.

კონკურსანტებს, რომლებიც ვერ გადავიდნენ გასაუბრების ეტაპზე, შეუძლიათ ისარგებლონ აპელაციის უფლებით.

წერითი ეტაპის ნაშრომის სანახავად უნდა მოგვწეროთ მეილზე: loladze@gyla.ge და ორშაბათს 11:00 საათიდან 18:00 საათამდე მობრძანდეთ საიას სასემინარო დარბაზში. ქულების შესახებ ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე: (032)-2-93-61-01 (147).

მადლობას გიხდით კონკურსში მონაწილეობისთვის.

გასაუბრების ეტაპზე გადასულ პირთა სია