სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

ახალი პროექტი:„კულტურული მემკვიდრეობის დაცვა თბილისში“

2018-06-06 17:40
Featured image

საიასა და ტფილისის ჰამქარის ორგანიზებით, 2018 წლის 6 ივნისს, პროექტის „კულტურული მემკვიდრეობის დაცვა თბილისში“ გახსნის ღონისძიება გაიმართა.

პროექტის უმთავრესი მიზანია თბილისში კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და მართვის გაუმჯობესება და ააიპ „თბილისის განვითარების ფონდის“ საქმიანობის გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების გაზრდა. ასევე, თბილისის მართვის პროცესში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ინსტრუმენტების გაძლიერება და სარეაბილიტაციო პროცესის სწორი მეთოდოლოგიით შესრულების დამკვიდრების ხელშეწყობა. აღნიშნული მიზნის მისაღწევად საია და ტფილისის ჰამქარი განახორციელებენ ფონდის საქმიანობის მონიტორინგს და შეფასებას. მონიტორინგის შედეგებზე დაყრდნობით მოამზადდება კონკრეტული რეკომენდაციები და მოხდება მათ ადვოკატირება გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან. საზოგადოების დაინტერესებისა და მხარდაჭერის მოპოვების მიზნით, „საია“ და ტფილისის ჰამქარი ჩაატარებენ ინტენსიურ საინფორმაციო კამპანიებს.

პროექტი ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში USAID-ის დაფინანსებით.