სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება

2012-01-27 17:49
Featured image

 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, „საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოდასამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებავაცხადებთ, რომმოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებსაქართველოს ორგანულ კანონში და სისხლის სამართლის კოდექსში 2011 წლის დეკემბერში განხორციელებული ცვლილებები საფრთხეს უქმნის გამოხატვისა და საკუთრების უფლებებს და აქვს სამოქალაქო - პოლიტიკური აქტივობების შემზღუდველი ეფექტი, ასევე ქმნის არათანასწორ საარჩევნო გარემოს. კანონით დაწესებული შეზღუდვები, ხშირ შემთხვევაში, არაგონივრულია, ხოლო სანქციები - არაპროპორციული.

კერძოდ, ახალი კანონით შემოღებულია .. „პარტიასთან კავშირში მყოფიფიზიკური და იურიდიული პირების ცნება, რომლებზეც შეზღუდვებისა და რეგულაციების იგივე რეჟიმი გავრცელდება, რაც თავად პარტიებზე. მაგალითად, ასეთად მიჩნეულ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებს უფლება არა აქვთ შემოსავალი მიიღონ სამეწარმეო საქმიანობიდან, ხოლო სხვა სახის საქმიანობით მიღებული შემოსავალი არ უნდა აღემატებოდეს 60 000 ლარს წელიწადში; პარტიასთან დაკავშირებულ პირებს არა აქვთ ფიზიკური და იურიდიული პირებისგან კრედიტის აღების უფლება; მათი ფინანსური საქმიანობის გამჭვირვალობის მონიტორინგს განახორციელებს საქართველოს კონტრლის პალატა და სხვა.

კანონის თანახმად, პარტიასთან კავშირში მყოფი პირის დეფინიცია იმდენად ყოვლისმომცველია, რომ შესაძლებლობას იძლევა პარტიასა და მოქალაქეს/იურიდიულ პირს შორის კავშირი თითქმის ნებისმიერ შემთხვევაში დადგინდეს. გარდა ამისა, ნორმების ბუნდოვანება და ყოვლისმომცველობა გარდაუვალს ხდის კანონის შერჩევით და სუბიექტურ აღსრულებას. კანონით, ასევე, არ არის დარეგულირებული პარტიასთან კავშირში მყოფ პირად მიჩნევის გადაწყვეტილების მიღების პროცედურა, ან მისი გასაჩივრების წესი.

კანონი მნიშვნელოვან შეზღუდვებს უწესებს ფიზიკურ პირების საკუთარი პოლიტიკური მოსაზრებების გამოთქმისათვის, მაშინ როდესაც, საჯარო მოხელეებსა და თანამდებობის პირებზე მხოლოდ მინიმალური შეზღუდვები ვრცელდება აგიტაციის განხორციელებისას.

კანონი დაუდევრად არეგულირებს პირის საკუთრების დაყადაღება-ჩამორთმევის საკითხებს, რითიც რეალურ საფრთხეს უქმნის საკუთრების უფლებას. მაგალითად, კანონით შესაძლებელია სახელმწიფოს საკუთრებაში მიექცეს ისეთი თანხები, რომელთა უკანონობის თაობაზე თანხის მიმღებს შესაძლებელია თავად არ ჰქონდეს ინფორმაცია.

აღნიშნული ნორმები, სისხლის სამართლის კოდექსის ახალ ცვლილებებთან ერთად, რომელიცამომრჩევლის მოსყიდვისთვისსისხლის სამართლის პასუხისმგებლობას მოქალაქეებსაც უწესებს, არაგონივრულად შემზღუდველ რეგულირებებს აწესებს, რომლებიც შესაძლებელია შეეხოს თითოეულ მოქალაქეს. კანონის ბუნდოვანებიდან გამომდინარე, დიდია საშიშროება მათი არათანამიმდევრული და შერჩევითი იმპლემენტაციისა. ამავე დროს, არანაირი პასუხისმგებლობა არ დგება იმ შემთხვევაში, თუკი ამომრჩევლის მოსყიდვის ეფექტის მქონე საქმიანობა ფინანსდება სახელმწიფო ან ადგილობრივი ბიუჯეტიდან.

მიგვაჩნია, რომ საქართველოს პარლამენტმა დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს რელევანტური საკანონმდებლო ცვლილებების მომზადება და აღმოფხვრას ზემოთ აღნიშნული ხარვეზები, რომლებიც აწესებს უსამართლო საარჩევნო გარემოს, ნებისმიერი ორგანიზაციისა და ფიზიკური პირისათვის გაუმართლებელი შეზღუდვების დაწესების პოტენციალს მოიცავს და გარდაუვალს ხდის სუბიექტურ და შერჩევით დამოკიდებულებას აღნიშნული შეზღუდვების დაწესების დროს.

ჩვენ გავაგრძელებთ კანონმდელებთან მუშაობას და შევეცდებით საკანონმდებლო ცვლილებების გზით აღმოვფხვრათ კანონში არსებული ხარვეზები. ინფორმირების მიზნით, ჩვენ ასევე გავმართავთ შეხვედრებს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დიპლომატიური კორპუსის წარმოამდგენლებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან. ამის პარალელურად, რამდენიმე დღეში სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომადგენლებთან და მედიასთან ერთად მონაწილეობას მივიღეთ ფართომასშტაბიან საინფომაციო კამპანიაში.

 

quot;Sylfaenquot;; mso-bidi-font-family: Sylfaen;