სიახლეები
საქართველოს უზენაეს სასამართლოში ოჯახში ძალადობის თემაზე იმიტირებული სასამართლო პროცესის მეორე ტურნირის ფინალი გაიმართა.
ფინალში საქართველოს მასშტაბით უნივერსიტეტების სტუდენტებისგან შემდგარი 12 გუნდი მონაწილეობდა. ფინალისტი გუნდები კონკურსის მონაწილე 76 გუნდიდან შეირჩნენ.
პირველი ტურნირი 2017 წლის 1 აპრილს პოლიციის აკადემიაში გაიმართა.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ორი საუკეთესო მონაწილე - საიას იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდის
სკოლაში მონაწილეობით დაასაჩუქრა.
გააზიარე: