სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

დეკემბერი - იანვრის თვის წარმატებული საქმეები

1. საიას დახმარებით მოქალაქემ ფულადი კომპენსაცია მიიღო საიას ადვოკატის სამართლებრივი დახმარების შედეგად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით, თ.ლ-ს სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა. თ.ლ. „საქარველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა აღიარებისა და რეპრესირებულთა  სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ითხოვდა ფულად კომპენსაციას, რაც სასამართლოს მიერ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაევალა თ.ლ-ს სასარგებლოდ ერთიანი ფულადი კომპენსაციის გაცემა 500 ლარის ოდენობით. 

2013-02-14 09:23 სრულად ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციებმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონიტორინგის ანგარიში გამოაქვეყნეს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ”  იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონიტორინგის ანგარიში გამოაქვეყნეს. ანგარიში მოიცავს 2012 წლის მარტი-დეკემბრის პერიოდს, რომლის განმავლობაშიც მონიტორინგი ხორციელდებოდა თუ რამდენად გამჭვირვალედ მიმდინარეობდა მოსამართლეთა დანიშვნა, მივლინება, დისციპლინური სამართალწარმოება და საბჭოს საქმიანობა.  

2013-02-12 08:40 სრულად ნახვა

საიამ წინასაარჩევნო გარემოს, არჩევნების დღისა და არჩევნების შემდგომი პერიოდის მონიტორინგის ანგარიშის პრეზენტაცია გამართა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ წინასაარჩევნო გარემოს, არჩევნების დღისა და არჩევნების შემდგომი პერიოდის მონიტორინგის ანგარიშის პრეზენტაცია 2013 წლის 11 თებერვალს გამართა. ანგარიში მოიცავს 2012 წლის 1 აგვისტოდან 20 ოქტომბრის ჩათვლით განხორციელებული მონიტორინგის შედეგებს (წინასაარჩევნო პროცესების დაკვირვება საიამ გაცილებით ადრე, 2012 წლის 1 იანვრიდან დაიწყო და     წინასაარჩევნო გარემო ორ შუალედურ ანგარიშში შეაფასა).   

2013-02-11 04:44 სრულად ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციების საგანგებო განცხადება

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და „ფონდი ღია საზოგადოება საქართველო“ გმობენ ეროვნულ ბიბლიოთეკასთან გამართული საპროტესტო აქციის დროს გამოვლენილ ძალადობის ფაქტებს.

2013-02-08 11:08 სრულად ნახვა

საია პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტის მიერ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს. როგორც გუშინ, 7 თებერვალს გამართულ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გაკეთებული განმარტებიდან გახდა ცნობილი, „საქართველოს პარლამენტში დღეისთვის დაგეგმილი პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენება გადაიდო. პრეზიდენტს პარლამენტში სიტყვით გამოსვლის კონსტიტუციური უფლების გამოყენების საშუალება მიეცემა, თუმცა უმრავლესობის პოზიციაა, ეს მოხდეს მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მიღებული იქნება სათანადო გადაწყვეტილება ან როდესაც ცალსახად და მკაფიოდ იქნება გამოხატული პრეზიდენტის და მისი პოლიტიკური გუნდის პოზიცია პარლამენტისთვის იმ უფლების დაბრუნების თაობაზე, რაც მას ეკუთვნის.“

2013-02-08 05:15 სრულად ნახვა

საია აცხადებს ვაკანსიას ანალიტიკოსი/იურისტის თანამდებობაზე

საია აცხადებს ვაკანსიას ანალიტიკოსი/იურისტის თანამდებობაზე  ძირითადი მოვალეობები: • მართლმსაჯულების ადმინისტრირებისა და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების მიმართულებით პროექტის ფარგლებში დაგეგმილი კვლევების განხორციელება, სხვადასხვა  დასკვნების, ანგარიშების წინასწარ შეთანხმებულ ვადებში მომზადება;   • სხვადასხვა სახის საკანონმდებლო წინადადებების და საქართველოს პარლამენტში უკვე ინიცირებულ კანონპროექტებზე დასკვნების მომზადება; • პროექტის ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიებებში, პრეზენტაციებში მონაწილეობის მიღება; • საიას სახელით სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან შექმნილ სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში მონაწილეობის მიღება. 

2013-02-08 02:17 სრულად ნახვა

საიამ ორი კვლევის შედეგების პრეზენტაცია გამართა

2012 წლიდან საია ახორციელებს კოალიციურ პროექტს - „ელიტური კორუფციისა და ბიზნესზე სახელმწიფო ზეწოლის შემთხვევების გამოვლენა“. აღნიშნული პროექტის ფარგლებში 2013 წლის 7 თებერვალს, საიამ ორი კვლევის:  თბილისის მერიის პროექტი - „სავაჭრო ჯიხურები ქალაქის მასშტაბით“ და  „ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საქმიანობის მიმოხილვა’’ - პრეზენტაცია გამართა. 

2013-02-07 04:44 სრულად ნახვა

საია 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხების ხარჯვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

საია აგრძელებს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათავალისწინებული სარეზერვო ფონდებიდან  თანხების ხარჯვის თაობაზე ინფორმაციის გამოქვეყნებას და ამჯერად საზოგადოებას, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხების ხარჯვის შესახებ ინფორმაციას წარუდგენს. საქართველოს მთავრობის კანცელარიის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით ცნობილი ხდება, რომ 2012 წლის 2 ოქტომბრიდან 2012 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სულ 16 585 427 ლარი გამოიყო. საიდანაც თანხის ნაწილის, კერძოდ - 4 973 773 ლარის გამოყოფა საქართველოს  ყოფილი პრემიერ-მინისტრის ივანე მერაბიშვილის პრემიერმინისტრობის პერიოდს უკავშირდება. ხოლო დარჩენილი 11 611 654 ლარის გამოყოფა ბიძინა ივანიშვილის პრემიერმინისტრობის პერიოდზე მოდის.  

2013-02-06 05:35 სრულად ნახვა

საია საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესიის გახსნას ეხმაურება

დღეს, საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესიის გახსნისას, გვსურს შევახსენოთ საკანონმდებლო ხელისუფლებასა და დაინტერესებულ საზოგადოებას ის პროცედურული ხარვეზები, რომელთაც გასული სესიის განმავლობაში იჩინეს თავი. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პარლამენტის მომავალი საქმიანობა სრულ შესაბამისობაში მოდიოდეს რეგლამენტთან. ამავდროულად, კანონმდებლობით უნდა იყოს უზრუნველყოფილი  მაღალი სტანდარტები პარლამენტის ღიაობისა და მის საქმიანობაში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობისათვის.

2013-02-05 02:47 სრულად ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს, ბატონ არჩილ ხაბაძეს   1 თებერვალი 2013 წ. 

2013-02-04 07:39 სრულად ნახვა