სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

ტრენინგი იურისტების, სისხლის სამართლის ადვოკატებისა და კონსულტანტებისათვის

27-28 სექტემბერს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ერთობლივი თანამშრომლობით დაბა გუდაურში გაიმართა ორდღიანი ტრენინგი რომელიც, დაეთმო ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თემატიკას. კერძოდ, “ტრეფიკინგის მსხვერპლსა და იურისტს შორის ურთიერთობის სპეციფიკას”. ტრენინგს უძღვებოდა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტი და კონულტანტი კრისტინ დადეი.ტრეინინგში მონაწილეობას იღებდნენ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაცაში მომუშავე იურისტები, სისხლის სამართლის ადვოკატები და კონსულტანტები. აგრეთვე, ტრეფიკინგის მსხვერპლთა და დაზარალებულთა სახელმწიფო ფონდის, მობილური ჯგუფის წევრები.

2008-10-01 20:00 სრულად ნახვა

28 სექტემბერი – ინფორმაციის თავისუფლების საერთაშორისო დღე

28 სექტემბერს, ინფორმაციის თავისუფლების საერთაშორისო დღეს, 14:00 საათზე, ქალაქ გორში, გაიმართა მრგვალი მაგიდა სახელწოდებით „გამჭირვალობა, ანგარიშვალდებულება და მონაწილეობა დემოკრატიულ მხარდაჭერაში“. მრგვალი მაგიდის ორგანიზატორები იყვნენ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ასოციაცია მწვანე ალტერნატივა და საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველო.2008 წლის აგვისტოს ტრაგიკული მოვლენების შემდეგ საქართველოსთვის დახმარების გასაწევად საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები (მსოფლიო ბანკი, აზიის განვითარების ბანკი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, სავალუტო ფონდი), აგრეთვე ევროკავშირი, ამერიკის შეერთებული შტატები და სხვა დონორები მნიშვნელოვანი თანხების გამოყოფას გეგმავენ. ეს თანხები ქვეყანას ომის შედეგად მიღებული ზარალის შემცირებასა და შედგომ განვითარებაში მნიშვნელოვნად დაეხმარება, თუმცა, იმისთვის, რომ თანხები სწორად განაწილდეს, სწორად დაიხარჯოს და სწორი შედეგები მივიღოთ, აუცილებელია, რომ მათ პრიორიტეტებად გადანაწილებისა და განკარგვასთან დაკავშირებული პროცესები საჯაროობისა და მონაწილეობის პრინციპების დაცვით წარიმართოს.

2008-09-28 20:00 სრულად ნახვა

საიას დასკვნა იუსტიციის სამინისტროსა და გენერალური პროკურატურის გაერთიანების შესახებ

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ განიხილა საქართველოს პრეზიდენტის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი - “საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ” კონსტიტუციური კანონის პროექტი და თანმდევი საკანონმდებლო ცვლილებების პროექტები – იუსტიციის სამინისტროსა და გენერალური პროკურატურის გაერთიანების შესახებ.გთხოვთ, იხილოთ დასკვნა.

2008-09-25 20:00 სრულად ნახვა

საქართველოს სამოქალაქო სექტორის განცხადება

2008 წლის აგვისტოს მოვლენები ცივილიზებული სამყაროს მიერ ერთსულოვნად შეფასდა როგორც რუსეთის ღია სამხედრო აგრესია საქართველოს წინააღმდეგ. რუსეთმა გადაწყვიტა, მკაცრად დაესაჯა პატარა მეზობელი ქვეყანა, რომელიც ცდილობს, გახდეს თანამედროვე განვითარებული სახელმწიფო. წარმოუდგენელი მასშტაბის სამხედრო აგრესიის მიუხედავად, საქართველო ვერ აიძულეს, უარი ეთქვა მთავარ არჩევანზე _ იყოს თავისუფალი, გახდეს დემოკრატიული სამყაროს ნაწილი და პატივი სცეს ისეთ ღირებულებებს, როგორიცაა თავისუფლება, სახელმწიფოებრიობა, კანონის უზენაესობა, სამოქალაქო საზოგადოება და დემოკრატიული მმართველობა. ევროპისკენ სწრაფვა არ არის თვითმიზანი. ეს არის ერთდაერთი გზა ჩვენს ქვეყანაში რეალური დემოკრატიის შესაქმნელად, ქართული საზოგადოებისა და სახელმწიფოს გადარჩენისა და განვითარებისათვის. დემოკრატიული განვითარების გეზი კი კეთილდღეობისა და სამართლიანობის უმთავრესი წინაპირობაა. დღეს ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაზე მძიმე და კრიტიკული პერიოდი უკვე გავლილია. ამჟამად გადამწყვეტი ბრძოლა ჩვენს გონებაში მიმდინარეობს. ჩვენი სიმტკიცე, არშეგუება არსებულ მდგომარეობასთან და სამოქალაქო ერთიანობა საწინდარია იმისა, რომ რუსეთის საოკუპაციო ჯარები უახლოეს მომავალში დატოვებენ საქართველოს. 

2008-08-20 20:00 სრულად ნახვა

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გამოხატავს მზადყოფნას დაეხმაროს იძულებით გადაადგილებულ მოსახლებას

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გამოხატავს მზადყოფნას დაეხმაროს იძულებით გადაადგილებულ მოსახლებას, გაუწიოს მათ სამართლებრივი კონსულტაციები, შეძლებისდაგვარად დაეხმაროს სამართლებრივი დოკუმენტების შექმნასა და მათ მოძიებაში.

2008-08-12 20:00 სრულად ნახვა

საქართველოს სამოქალაქო სექტორის განცხადება

ჩვენი ქვეყნის მიმართ რუსეთის მხრიდან ღია და დაუფარავი აგრესია ხორციელდება, იბომბება საქართველოს ქალაქები და სოფლები. არის მრავალრიცხოვანი მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში, ათასობით ადამიანი დარჩა უსახლკაროდ, დიდია მატერიალური ზარალი. საქართველოს არ უნდოდა ეს ომი, ჩვენ ვისჯებით ჩვენი მისწრაფებებისთვის გავხდეთ დემოკრატიული სამყაროს ნაწილი. დღეს საქართველოს დასავლურ არჩევანს საფრთხე ემუქრება. რუსეთის აგრესია გამოწვევაა საერთაშორისო თანამეგობრობისთვისაც. ჩვენ, საქართველოს საზოგადოებრივი ორგანიზაციები მოგიწოდებთ: მსოფლიოს დემოკრატიულმა საზოგადოებამ მიიღოს უსწრაფესი და ქმედითი ზომები საქართველოში ძალადობის შესაჩერებლად; რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ინტერვენცია და დატოვონ საქართველოს ტერიტორია;

2008-08-10 20:00 სრულად ნახვა

1-10 აგვისტო, 2008 ინფორმაციის თავისუფლების კვირეული

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია წლების მანძილზე მუშაობს ინფორმაციის თავისუფლების თემაზე. ამ ხნის მანძილზე, სწორედ ინფორმაციის თავისუფლების ინსტრუმენტის მეშვეობით ხორციელდებოდა სხვადასხვა საჯარო დაწესებულებების ანტიკორუფციული მონიტორინგი, კეთდებოდა სასამართლო და ადმინისტრაციული ორგანოების პრაქტიკის ანალიზი, ტარდებოდა შეხვედრების საჯარო მოხელეებთან მათი კომპეტენციის გაზრდის მიზნით ამ სფეროში. ასოციაციამ ხელისუფლებას უკვე მრავალჯერ წარუდგინა რეკომენდაციები ინფორმაციის თავისუფლებასთან დაკავშირებული კანონმდებლობისა და პრაქტიკის დახვეწის მიზნით, თუმცა ამ ეტაპზე ინფორმაციის თავისუფლების კვირეულის მიზანია ხელისუფლებამ და საზოგადოებამ განიხილოს და შეაფასოს წლების მანძილზე დაგროვებული გამოცდილება, იმისათვის, რათა ღირსეული სიტყვა თქვას ამ საკითხთან დაკავშირებით ევროპული სტანდარტების ჩამოყალიბების საქმეში.

2008-07-31 20:00 სრულად ნახვა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება 2008 წლის 21 მაისის საპარლამენტო არჩევნების დღის შემდგომი პერიოდის მონიტორინგის ანგარიშს აქვეყნებს

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“და „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ საქართველოს მასშტაბით 48 საარჩევნო ოლქსა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 21 მაისის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ პერიოდს დააკვირდნენ.დაკვირვების სამიზნეს წარმოადგენდა საოლქო საარჩევნო კომისიების არჩევნების დღის შემდგომი საქმიანობა, მათ მიერ საჩივრების განხილვის, გადაწყვეტილებების მიღებისა და ოლქის შედეგების შეჯამების პროცესი.წარმოდგენილი დასკვნა ემყარება არა მხოლოდ „სამართლიანი არჩევნებისა“ და „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ შეტანილი საჩივრების განხილვის პროცესის ანალიზს, არამედ, ოლქების მიერ განხილული, ყველა საარჩევნო სუბიექტისა და არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ შეტანილი საჩივრებისა და მათზე გადაწყვეტილების მიღების პროცესს.იხ. ანგარიში

2008-07-08 20:00 სრულად ნახვა

საკონსტიტუციო სასამართლომ საიას სარჩელი დააკმაყოფილა

2008 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სარჩელი და არაკოსნტიტუციურად ცნო უცხო ქვეყნისც მოქალაქეზე ქორწინების რეგისტრაციისათვის სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თანხმობის სავალდებულოობა. სასამართლომ კრიტიკულად შეაფასა სადავო ნორმის ლეგიტიმურობა და დაასკვნა, რომ “სააგენტოს სავალდებულო თანხმობის შემოღებით სახელმწიფომ დაბრკოლება შეუქმნა მოსარჩელის ქორწინების თავისუფლების რეალიზაციას”, ისე რომ არ დაუსაბუთებია, დემოკრატიული საზოგადოებისათვის აუცილებელ რა ლეგიტიმურ მიზანს ემსახურებოდა სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თანხმობა.  სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის მე-5 პუნქტის ფორმულირების მიხედვით, უცხო ქვეყნის მოქალაქესთან ან მოქალაქეობის არმქონე პირთან საქართველოს მოქალაქის ქორწინების რეგისტრაცია დამოკიდებული იყო ადმინისტრაციული ორგანოს, კერძოდ, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ნებართვაზე.

2008-07-01 20:00 სრულად ნახვა

საიას ადვოკატების წარმატებული საქმეები (თებერვალი, მარტი, აპრილი, მაისი)

ბოლო 4 თვის განმავლობაში საიას ადვოკატებმა 26 საქმე წარმატებით დაასრულეს. იხილეთ დოკუმენტი.   საიას ადვოკატების წარმატებული საქმეები (თებერვალი, მარტი, აპრილი, მაისი)

2008-06-22 20:00 სრულად ნახვა