GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

შედეგები

result img

ვიტალი გუგუჩიას საქმეს, რომელიც დღეს ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ გაამართლა, საია წინასასამართლო სხდომის ეტაპიდან ყურადღებით აკვირდებოდა, ვინაიდან არსებობდა სისხლის სამართლის მექანიზმების ინსტრუმენტალიზების ცხადი ნიშნები

25 თებერვალი, 2026

დღეს, 2026 წლის 25 თებერვალს, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე შოთა ბიჭიამ უდანაშაულოდ სცნო ვიტალი გუგუჩია, რომელსაც საქართველოს პროკურატურა ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლასა (სსკ-ის 154-ე მუხლია 1-ლი ნაწილი) და ძალადობას (სსკ 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილი) ედავებოდა.

საია წინასასამართლო სხდომის ეტაპიდან ყურადღებით აკვირდებოდა აღნიშნულ საქმეს, ვინაიდან არსებობდა სისხლის სამართლის მექანიზმების ინსტრუმენტალიზების ცხადი ნიშნები. საქმის კონტექსტის კუთხით, საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ვიტალი გუგუჩიას ბრალი წარუდგინეს ტელეკომპანია „პოს ტვ“-ის ჟურნალისტსა და ოპერატორთან დაკავშირებული ინციდენტის გამო.

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება - პოსტვ საქართველოს 52% წილის მფლობელი იყო „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოდან“ მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი, ვიქტორ ჯაფარიძე. აღნიშნულს წინ უძღვოდა ვიტალი გუგუჩიას მხრიდან მასთან მაღაზიაში მისული ვიქტორ ჯაფარიძის კრიტიკა „რუსული კანონის“ მხარდაჭერის გამო.