სიახლეები
საია აქვეყნებს ინფორმაციას 2025 წლის 28 აპრილი - 2 მაისის კვირაში დემონსტრაციების კონტექსტში ბრალდებული პირების სასამართლო სხდომების შესახებ:
ანტონ ჩეჩინი
ბრალდება: სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 260.6.ა - განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვა.
მოსამართლე: ჯვებე ნაჭყებია.
თარიღი: 28 აპრილი, 11:00.
დანიელ მუმლაძე და გურამ ხუტაშვილი
ბრალდება: სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 187.2.გ - ნივთის დაზიანება ან განადგურება ჯგუფურად.
მოსამართლე: ლილი მსხილაძე.
თარიღი: 28 აპრილი, 14:00.
გიორგი ოკმელაშვილი
ბრალდება: სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 353 პრიმა.1. - პოლიციელზე თავდასხმა პოლიციელის სამსახურეობრივ საქმიანობასთან დაკავშირებით; მუხლი 260.1 - ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვა.
მოსამართლე: გიორგი კერატიშვილი.
თარიღი: 28 აპრილი, 15:30. (თბილისის სააპელაციო სასამართლო).
დავით ლომიძე და თემურ ზასოხაშვილი
ბრალდება: სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 353 პრიმა.1 - პოლიციელზე ან მის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმა პოლიციელის სამსახურეობრივ საქმიანობასთან დაკავშირებით.
მოსამართლე: ნინო გალუსტაშვილი.
თარიღი: 30 აპრილი, 14:00.
მათე დევიძე
ბრალდება: სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 353 პრიმა.1 - პოლიციელზე თავდასხმა პოლიციელის სამსახურეობრივ საქმიანობასთან დაკავშირებით.
მოსამართლე: ნინო გალუსტაშვილი.
თარიღი: 30 აპრილი, 16:00.
მამუკა ჯორბენაძე, გურამ მიქელაძე, დავით გვიანიძე, გიორგი დავითაძე და ანდრო კაკაბაძე
ბრალდება: სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 126.1 პრიმა. ბ და გ - ძალადობა ჯგუფურად ორი ან მეტი პირის მიმართ.
მოსამართლე: ვიქტორ მეტრეველი.
თარიღი: 1 მაისი, 10:30. (ბათუმის საქალაქო სასამართლო).
ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, გურამ მირცხულავა, ჯანო არჩაია, ლუკა ჯაბუა, რუსლან სივაკოვი, რევაზ კიკნაძე, გიორგი ტერაშვილი, ვალერი თეთრაშვილი, სერგეი კუხარჩუკი და ირაკლი ქერაშვილი
ბრალდება: სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 225 - ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა.
მოსამართლე: ნინო გალუსტაშვილი.
თარიღი: 1 მაისი, 11:00
თევდორე აბრამოვი
ბრალდება: სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 260.6.ა - განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვა.
მოსამართლე: თამარ მჭედლიშვილი.
თარიღი: 1 მაისი, 16:30.
ნიკოლოზ ჯავახიშვილი, თორნიკე გოშაძე, ირაკლი მიმინოშვილი, ზვიად ცეცხლაძე, ვეფხვია კასრაძე, ვასილ კაძელაშვილი, გიორგი გორგაძე და ინსაფ ალიევი
ბრალდება: სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 225.1,2 - ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა.
მოსამართლე: თამარ მჭედლიშვილი.
თარიღი: 2 მაისი, 11:00.
პროცესების თარიღების შესახებ ინფორმაცია განახლებადია ყოველდღიურად, და, შესაძლოა, დაგეგმილი პროცესი სხვადასხვა მიზეზით გადაიდოს.
გააზიარე: