GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

22 ნოემბერი, 2024
საიამ საკონსტიტუციო სასამართლოში წარადგინა „სასამართლოს მეგობრის“ მოსაზრება (Amicus curiae), რომელიც ეხება 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევენბზე ხმის ფარულობის მასობრივ დარღვევასა და არჩევნების საყოვეთაობის პრინციპის უგულებელყოფას.

საია მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის სარჩელთან მიმართებაში არ მოქმედებს აკრძალვა, რომლის მიხედვითაც არჩევნებამდე 15 თვიან ვადაში დაუშვებელია საარჩევნო პროცედურების მომწესრიგებელი ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობა, ვინაიდან პრეზიდენტის მიერ სადავოდ მიჩნეული ნორმატიული შინაარსი არჩევნებამდე 15 თვით ადრე იყო განუჭვრეტელი. ამასთან საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეაჩეროს გასაჩივრებული სამართლებრივი აქტები, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე აუკრძალავს ახლად არჩეულ პარლამენტს შეკრებას და უფლებამოსილების ცნობას.

დოკუმენტში ყურადღება გამახვილებულია შემდეგ საკითხებზე:

⚫ ხმის ფარულობის პრინციპის მასშტაბური დარღვევა: ცესკომ ვერ უზრუნველყო ისეთი პირობების შექმნა, რომ ამომრჩეველს არ დასჭირვებოდა საარჩევნო ადმინისტრაციისგან მიღებული ინსტრუქციისგან განსხვავებული, დამატებითი, ინდივიდუალური ძალისხმევის გაწევა ან განსაკუთრებული ზომების მიღება საკუთარი არჩევანის ფარულობის დასაცავად.

⚫ საყოველთაობის პრინციპის დარღვევა: ცესკომ არ გასწია საკმარისი ძალისხმევა, საზღვარგარეთ გახსნილიყო დამატებითი საარჩევნო უბნები, რაც უზრუნველყოფდა საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობას.

⚫ ნორმატიული ხარვეზები და მათი გამოყენება: საარჩევნო კოდექსის ბუნდოვანმა ნორმებმა და მათმა არათანმიმდევრულმა ინტერპრეტაციამ დაარღვია მოქალაქეების კონსტიტუციური უფლებები.

საარჩევნო პრინციპების დაცვა დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად აუცილებელია. მათი დარღვევის შემთხვევაში კი ჩატარებული არჩევნების ლეგიტიმურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

იხილეთ დოკუმენტი

სხვა სიახლეები