სიახლეები
საია აქვეყნებს ინფორმაციას 2025 წლის 7 - 11 აპრილის კვირაში დემონსტრაციების კონტექსტში ბრალდებული პირების სასამართლო სხდომების შესახებ:
1. ნიკოლოზ ჯავახიშვილი, თორნიკე გოშაძე, ირაკლი მიმინოშვილი, ზვიად ცეცხლაძე, ვეფხვია კასრაძე, ვასილ კაძელაშვილი, გიორგი გორგაძე და ინსაფ ალიევი
ბრალდება: სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 225.1,2 - ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა.
მოსამართლე: თამარ მჭედლიშვილი.
თარიღი: 7 აპრილი, 10:00.
2. ანტონ ჩეჩინი
ბრალდება: სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 260.6.ა - განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვა.
მოსამართლე: ჯვებე ნაჭყებია.
თარიღი: 8 აპრილი, 11:00.
3. გიორგი ახობაძე
ბრალდება: სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 260.6.ა- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვა.
მოსამართლე: მიხეილ ჯინჯოლია.
თარიღი: 8 აპრილი, 12:00.
4. დავით ხომერიკი
ბრალდება: სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 18 - 229.1 - აფეთქების მომზადება.
მოსამართლე: ნინო გალუსტაშვილი.
თარიღი: 10 აპრილი, 11:00.
5. ნიკოლოზ კაცია
ბრალდება: სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 260.6.ა - განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვა.
მოსამართლე: თამარ მჭედლიშვილი.
თარიღი: 10 აპრილი, 12:00.
6. დავით ლომიძე და თემურ ზასოხაშვილი
ბრალდება: სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 353 პრიმა.1 - პოლიციელზე ან მის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმა პოლიციელის სამსახურეობრივ საქმიანობასთან დაკავშირებით.
მოსამართლე: ნინო გალუსტაშვილი.
თარიღი: 10 აპრილი, 13:00.
7. გიორგი ოკმელაშვილი
ბრალდება: სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 353 პრიმა.1. - პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმა; მუხლი 260 - ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება.
მოსამართლე: გიორგი კერატიშვილი.
თარიღი: 11 აპრილი, 13:00. (თბილისის სააპელაციო სასამართლო).
8. მამუკა ჯორბენაძე, გურამ მიქელაძე, დავით გვიანიძე, გიორგი დავითაძე და ანდრო კაკაბაძე
ბრალდება: სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 126.1 პრიმა. ბ და გ - ძალადობა ჯგუფურად ორი ან მეტი პირის მიმართ.
მოსამართლე: ვიქტორ მეტრეველი.
თარიღი: 11 აპრილი, 13:30. (ბათუმის საქალაქო სასამართლო).
პროცესების თარიღების შესახებ ინფორმაცია განახლებადია ყოველდღიურად, და, შესაძლოა, დაგეგმილი პროცესი სხვადასხვა მიზეზით გადაიდოს.
გააზიარე: