GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სტაჟირება

კონკურსი საიას თბილისის იურიდიული დახმარების ცენტრში თანაშემწეთა/სტაჟიორთა მისაღებად

 

სამუშაო ადგილი: თბილისი 

სამუშაო დატვირთვა: არასრული 

განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 28 ნოემბერი.

 

იურიდიული დახმარების ცენტრში თანაშემწედ/სტაჟიორად ყოფნა გულისხმობს 6 თვიანი კურსის გავლას, რომლის წარმატებით დასრულების შემთხვევაში მონაწილეები მიიღებენ შესაბამის  სერთიფიკატს.

კონკურსი მიმდინარეობს როგორც სისხლის სამართლის, ასევე სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით. კონკურსის შედეგად სისხლის სამართლის მიმართულებით შეირჩევა არაუმეტეს 7, ხოლო სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით - არაუმეტეს 13 პირი

კონკურსის შედეგად შერჩეული კანდიდატები საქმიანობას შეუდგებიან 2025 წლის იანვრიდან სტაჟირების პროცესი წარიმართება როგორც პირისპირ, ისე - დისტანციურ რეჟიმში

კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ იურიდიული ფაკულტეტის/საერთაშორისო სამართლის ბაკალავრიატის მე-3 და ზედა კურსის სტუდენტებს ან კურსდამთავრებულებს

სტაჟირება არ არის ანაზღაურებადი და ძირითადად სწავლებაზეა ორიენტირებული. მონაწილეები გადიან პრაქტიკულ კურსს გამოცდილი იურისტების მენტორობით, რაც ხელს უწყობს მათი პროფესიული უნარების განვითარებას. სამუშაო განრიგი მაქსიმალურადაა მორგებული სტუდენტებზე – სტაჟიორები ოფისში კვირაში მხოლოდ ერთხელ მოდიან და ესწრებიან კონსულტირების პროცესს, ხოლო დანარჩენი დავალებები დისტანციურად სრულდება. პროგრამის დასრულების შემდეგ მონაწილეები ხშირად წარმატებით აგრძელებენ იურიდიულ საქმიანობას, მათ შორის საიაშიც.


თანაშემწის/სტაჟიორის მოვალეობებია:


-          სარჩელების, განცხადებებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტაციის მომზადებაში  ადვოკატების დახმარება

-          იურიდიულ დახმარების ცენტრში მოქალაქეებისაგან შემოსული კითხვა-პასუხების ელექტრონულპროგრამაში ასახვა და პირად/სატელეფონო კონსულტაციებზე დასწრება

-          საკანონმდებლო სიახლეებზე  მუშაობა

-          კონკრეტულ საკითხებზე სასამართლო პრაქტიკის მოძიება და გაანალიზება; - იურისტების დავალებების შესრულება;

-          სამართლებრივი ბროშურების შედგენისას იურისტების დახმარება

 

კონკურსის შედეგად შერჩეულ პირებთან გაფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება, რომლითაც  განისაზღვრება თანაშემწეთა/სტაჟიორთა უფლება-მოვალეობები.

 

კონკურსის ეტაპები:

 

- წერითი გამოცდა - დაშვებული იქნება კანდიდატი, რომელიც სრულყოფილად შეავსებს ფორმას/ატვირთავს შესაბამის დოკუმენტებს

წერით გამოცდაზე კონკურსში მონაწილეებს ევალებათ კაზუსების ამოხსნა სამოქალაქო/ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის მიმართულებით, განაცხადში მონაწილის მიერ მითითებული სფეროს მიხედვით

- გასაუბრება - დაშვებული იქნება ის კანდიდატი, რომელიც წარმატებით გადალახავს პირველ ეტაპს

 

განაცხადების მიღება

 

კონკურსში მონაწილეობის მსურველმა უნდა შეავსოს მოცემული სააპლიკაციო ფორმა (მათ შორის, ატვირთოს მოთხოვნილი დოკუმენტი) სრულად

სააპლიკაციო ფორმის შევსების ბოლო ვადაა 28 ნოემბერი 23:59 საათი

წერითი გამოცდისა და გასაუბრების თარიღები და ფორმატი, ასევე კონკურსის შედეგები გამოქვეყნდება საიტზეwww.gyla.ge

 

დამატებითი ინფორმაციისათვის საკონტაქტო პირები: ანი ჭყოიძე და მარიამ გაბროშვილი ელ. ფოსტა: achkoidze@gyla.ge, mgabroshvili@gyla.ge

 

გააზიარე:

უკან დაბრუნება