სიახლეები
საია შეშფოთებას გამოთქვამს პატიმარ ლ.კ-ს გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით და თანაგრძნობას უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს.
როგორც საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი, ამა წლის 12 მაისს მსჯავრდებული სხეულის დაზიანებებითა და ჯანმრთელობის უკიდურესად მძიმე მდგომარეობით გეგუთის #14 დაწესებულიდან გადაიყვანეს ზ. ცხაკაიას სახელობის, ინტერვენციული მედიცინის დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში, სადაც იგი 23 მაისს გარდაიცვალა.
დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანხმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 17 მაისს რუსთაველის გამზირზე მომხდარ ინციდენტში მონაწილე ორ სასულიერო პირს ბრალი წაუყენეს. აღნიშნულ პირებს ბრალად ედებათ შეკრების ან მანიფესტაციის უფლების ხელყოფა, უკანონოდ და ძალადობით ხელის შეშლა (სისხლის სამართლის კოდექსის 161-ე მუხლის 1-ლი ნაწილი).
2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ ხელისუფლების მშვიდობიანი, არჩევნების გზით ცვლილების პრეცენდენტი მნიშვნელოვნად აფართოებს საქართველოს განვითარების პერსპექტივას. ის მნიშვნელოვანი წინაპირობაა ქვეყნის წინსვლისთვის, თუმცა - არა საკმარისი. ამ ეტაპზე გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას და ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის აქტიური, ჯანსაღი და რაციონალური ურთიერთობის დამყარებას.
საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში შეტანილი იქნა ცვლილებები, რომელსიც უმნიშვნელოვანესია სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის გაზრდისა და სასამართლო რეფორმის მიმდინარეობის პროცესში.
შეიცვალა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების წესი, პროცედურები გახდა უფრო გამჭვირვალე და დემოკრატიული. საბჭოში არამოსამართლე წევრების კანდიდატურების საქართველოს პარლამენტისათვის წარდგენის უფლებამოსილება მიენიჭა არასამთავრობო ორგანიზაციებსაც.
17 მაისს ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი აქციის ჩატარების უზრუნველყოფა სახელმწიფომ ვერ შეძლო, რითაც აქციის მონაწილეების მიმართ დაარღვია შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლება.
სტრატეგია, რომელიც პოლიციამ აქციის მონაწილეების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით შეიმუშავა, კონტრდემონსტრანტების ოდენობის, მათი უკონტროლო ქცევისა და რისკების გათვალისწინებით არ იყო ადეკვატური და ეფექტური.
2013 წლის 17 მაისს გაიმართა მრგვალი მაგიდა „არასათანადო მოპყრობა - ძველი და ახალი გამოწვევები“. ღონისძიება ჩატარდა საქართველოს სახალხო დამცველისა და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ერთობლივი პროექტის „პატიმართა უფლებების გაუმჯობესება - ერთობლივი ადვოკატირება“ ფარგლებში.
17 მაისი ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა (აიდაჰო), რომელიც ოფიციალურად აღიარებულია ევროპის პარლამენტისა და მსოფლიოს არაერთი ქვეყნის მიერ.
საიას დახმარებით საჯარო სკოლიდან უკანონოდ გათავისუფლებული მასწავლებელი აღდგენილ იქნა სამუშაო ადგილას და აუნაზღაურდა სახელფასო განაცდური
თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა და დადგინდა ჩვენი ბენეფიციარის სკოლიდან უკანონო გათავისუფლების ფაქტი. შესაბამისად, სასამართლომ გააბათილა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანება, მ.ბ. აღადგინა სამსახურიდან გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე და საჯარო სკოლას დააკისრა 2011 წლის 20 აგვისტოდან, 2013 წლის 30 აპრილამდე, განაცდურის სახით თვეში 294.80 ლარის გადახდა ჩვენი ბენეფიციარის სასარგებლოდ.
უპირველეს ყოვლისა, გვსურს შევეხოთ პრემიერ - მინისტრის განცხადებას სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაპატიმრებულ თანამშრომელთა საქმეზე.
პრემიერმა აღნიშნა, რომ მისი სურვილია, გამართლდნენ არა მხოლოდ კირვალიძე, არამედ სხვა დაკავებულებიც. ,,თუმცა, ამაში ეჭვი მეპარება, რამეთუ პროცესებს ვაქცევ ყურადღებას და მეც გამაჩნია კითხვები. ბედნიერი ვიქნები თუ კირვალიძე გამართლდება, მაგრამ ეს გამოძიებამ უნდა გადაწყვიტოს", - აღნიშნა პრემიერ - მინისტრმა.
გვსურს გამოვეხმაუროთ მიმდინარე წლის 10 მაისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებთან გამართულ შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოთქმულ შეფასებას. კერძოდ, მედია საშუალებებით გავრცელებულ აუდიოჩანაწერში პრეზიდენტი აცხადებს შემდეგს: „ის, რომ ხალხს ქუჩაში ხოცავდნენ, იმავე სერიიდანაა, მე რომ ძუძუებს ვაჭამდი. სად ხოცავდნენ ხალხს ქუჩაში ჩემი მთავრობის დროს? 37 რჩეული ვაჟკაცი მოგვიკლესო - ვინ რჩეული ვაჟკაცი, ვაზაგაშვილი? ვაზაგაშვილს ჰქონდა ორი ავტომატი და მიდიოდა სხვების დასახოცად“. ინტერნეტსივრცეში ასევე გავრცელდა ერთ-ერთი სტუდენტის ინტერვიუ ჟურნალისტთან, რომელმაც პრეზიდენტთან შეხვედრის დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა. ინტერვიუში სტუდენტი აცხადებს, რომ მან დარბაზი დატოვა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა „ის ახალგაზრდები, რომლებიც შეიწირა რეჟიმმა კვლავ მოიხსენია მკვლელებად, კერძოდ-ვაზაგაშვილი, აფრასიძეები“.
როგორც ცნობილია, მიმდინარე წლის 22 იანვარს დაარსდა ა(ა)იპ „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდი“, რომლის მიზანსაც საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით ინვესტიციების მოზიდვა წარმოადგენს. ამ ეტაპზე ფონდის მიერ ხორციელდება ორი პროექტი: „მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი“, რომლის ფარგლებშიც სასოფლო სამეურნეო მიწის მფლობელმა მოსახლეობამ მიმდინარე წელს სხვადასხვა ღირებულების ვაუჩერი მიიღო და „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი“, რომელიც მიზნად ისახავს დაბალპროცენტიანი აგროკრედიტების გაცემას.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელმა გლდანის დაწესებულებაში მოინახულა სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქმეზე პატიმრობაში მყოფი შვიდი პირი. ყველა მათგანთან დეტალური გასაუბრების საფუძველზე მივიჩნევთ, რომ მნიშვნელოვანია რამდენიმე საკითხი, რომელიც საგამოძიებო ორგანოებისა და საზოგადოების ყურადღებას საჭიროებს.
საია მიიჩნევს, რომ 2012 წლის 28 აგვისტოს ლოპოტას ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის საქმეზე ამჟამად მიმდინარე გამოძიება არ აკმაყოფილებს ობიექტური, ეფექტური და დამოუკიდებელი გამოძიების მოთხოვნებს და მოვუწოდებთ საგამოძიებო ორგანოებს დროულად გამოასწორონ არსებული ხარვეზები.
გვსურს გამოვხატოთ უკიდურესი შეშფოთება 3 მაისს გავრცელებულ ფარულ ვიდეოჩანაწერთან დაკავშირებით, რომელიც ადამიანების პირადი ცხოვრების ამსახველ დეტალებს შეიცავს. განსაკუთრებით შემაძრწუნებელია ის გარემოება, რომ ვიდეოში ფიგურირებს ჟურნალისტი, რაც თავისთავად წარმოშობს მედიაზე ზეწოლის მცდელობის ეჭვებს. გამოძიების დასრულებამდე დასკვნების გამოტანა რთულია, თუმცა ცხადია, რომ არსებობენ პირები, რომელთაც კონკრეტული ჟურნალისტის დისკრედიტაცია სურთ. ეჭვებს კიდევ უფრო აძლიერებს ის გარემოება, რომ, თავად ჟურნალისტის თქმით, ვიდეოს ინტერნეტში განთავსება უკავშირდება მის მიერ კორუფციული გარიგების გამოვლენის გეგმას ყოფილი და ამჟამინდელი მთავრობის წარმომადგენლების მონაწილეობით. მისივე მტკიცებით, კადრების გავრცელებაზე პასუხისმგებელნი სწორედ ეს პირები არიან.
საქართველოს პარლამენტმა პირველ მაისს კიდევ ერთხელ იმსჯელა კანონპროექტზე, რომელიც ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე უარის თქმას შეეხება და ამ შესაძლებლობას მხოლოდ მხარეთა შეთანხმების შემთხვევაში ითვალისწინებს. აღნიშნული კანონპროექტი საკანონმდებლო ორგანოს პრეზიდენტის მიერ ვეტოს დადების შემდეგ დაუბრუნდა. კანონპროექტთან დაკავშირებით შენიშვნები გააჩნდათ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს, რაც არაერთხელ იქნა დაფიქსირებული. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მოუწოდებდნენ საქართველოს პარლამენტს არ გაეზიარებინა ინიცირებული ცვლილება და შეენარჩუნებინა ბრალდებულის უფლება მოტივირებული შუამდგომლობით უარი ეთქვა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე.



















