სიახლეები
საია სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული ადამიანების ინტერესების დაცვას განაგრძობს. თბილისის სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა ანა სუბელიანისა და თამაზ ახობაძის სააპელაციო საჩივარი. გადაწყვეტილების თანახმად, განთავისუფლებული პირები აღდგებიან , დანაშაულის პრევენციის ცენტრის მედიაციის სახლის მენეჯერისა და განრიდებისა და მედიაციის პროგრამის მენეჯერის თანამდებობაზე. ასევე დანაშაულის პრევენციის ცენტრს მოსარჩელეების სასარგებლოდ დაეკისრა ხელფასის სახით იძულებითი განაცდურის ანაზღაურება მათი გათავისუფლებიდან აღდგენამდე პერიოდისთვის.
მოსარჩელეები უკანონოდ გაათავისუფლეს სსიპ დანაშაულის პრევენციის ცენტრიდან 2014 წელს. გათავისუფლების ოფიციალურ მიზეზად დამსაქმებელმა რეორგანიზაცია დაასახელა, თუმცა საქმეში არსებული მტკიცებულებები მოწმობს, რომ რეორგანიზაციას მხოლოდ ფორმალური ხასიათი ჰქონდა და სინამდვილეში რეორგანიზაციამდელი პოზიციები უწყებაში არ გაუქმებულა.
გააზიარე: