GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

04 მაისი, 2017

სასამართლოს გადაწყვეტილებით საქართველოს მთავარ პროკურატურას ვ.შ.-ს სასარგებლოდ მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება დაეკისრა.

პირს საია იცავდა სისხლის სამართლის საქმეზე, რომელშიც იგი გამართლდა. მან საიას დახმარებით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება, სისხლის სამართლის საქმის მიმდინარეობისას მისთვის მიყენებული ზიანის გამო.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა სარჩელი და საქართველოს მთავარ პროკურატურას დაეკისრა მის სასარგებლოდ როგორც მატერიალური, ისევე მორალური ზიანის ანაზღაურება.

მთავარ პროკურატურის საჩივარი უზენაესმა სასამართლომ დაუშვებლად მიიჩნია და სასამართლოს გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში.

სხვა სიახლეები