GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

18 ოქტომბერი, 2016

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თბილისის ოფისი იცავდა  დ.კ-ს ინტერესებს, რომელსაც ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციის თანამშრომლისათვის წინააღმდეგობის გაწევა, ჩადენილი ძალადობით) გათვალისწინებული ქმედების ჩადენა.

პროკურატურა სასამართლოზე ამტკიცებდა, რომ დ.კ-მ წინააღმდეგობა გაუწია პოლიციის თანამშრომელს და არ დაემორჩილა პოლიციის მოთხოვნას. საია-ს ადვოკატი მოითხოვდა გამამართლებელი განაჩენის გამოტანას, რადგან  საქმეში არსებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა არ დასტურდებოდა დანაშაულის ჩადენის ფაქტი.

სასამართლომ გაიზიარა საია-ს ადვოკატის არგუმენტები და გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა. სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა საჩივარი და უცვლელად დატოვა პირველი ინსტანციის განაჩენი. პროკურატურას სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საქართველოს უზენაეს სასამართლოში აღარ გაუსაჩივრებია. შესაბამისად, დ.კ. გამართლდა და მიღებული განაჩენი შესულია კანონიერ ძალაში. 

სხვა სიახლეები