GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

17 დეკემბერი, 2016

უფლებების დარღვევის აღმოფხვრის და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, საია როგორც თბილისის, ასევე რეგიონების ოფისებში არსებული იურიდიული დახმარების ცენტრების მეშვეობით ახორციელებს უფასო სამართლებრივ დახმარებას. ყოველწლიურად ამ შესაძლებლობით არაერთი პირი სარგებლობს.

2016 წლის განმავლობაში საია-ს თბილისის ოფისის იურიდიული დახმარების ცენტრმა სამართლებრივი კონსულტაცია (პირადი, სატელეფონო და ონლაინ კონსულტაციები) გაუწია 14 000-ზე მეტ პირს. გარდა სამართლებრივი კონსულტაციებისა, საია დაეხმარა პირებს სამართლებრივი დოკუმენტების (სარჩელი, საჩივარი, განცხადება, შესაგებელი და სხვა) შედგენაში.  2016 წლის განმავლობაში სამართლებრივი დოკუმენტი მოუმზადდა 900-ზე მეტ პირს.

2016 წლის განმავლობაში ყველაზე ხშირად მოქალაქეები შემდეგ საკითხებზე მოგვმართავდნენ:

სამართლებრივი დახმარება ასევე გაეწიათ სხვადასხვა პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებულ ბრალდებულებსა და მსჯავრდებულებს. 2016 წლის განმავლობაში აღნიშნული დაწესებულებებიდან 1600-ზე მეტმა პირმა მოგვმართა.

საია-ს თბილისის ოფისის იურიდიული დახმარების ცენტრმა 2016 წლის განმავლობაში საერთო სასამართლოებში საადვოკატო წარმომადგენლობა განახორციელა 106 საქმეზე, რომელთაგან 28 საქმე უკვე დასრულდა, ხოლო 78 საქმის განხილვა სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოებში გრძელდება.

წარმატებით დასრულებული საქმეების შედეგად:

 

 

2017 წელს როგორც თბილისში, ასევე რეგიონულ ოფისებში საია კვლავაც გააგრძელებს უფასო სამართლებრივი დახმარების განხორციელებას და სტრატეგიულ სამართალწარმოებას. ანგარიშის სრული ვერსია იხილეთ თანდართულ ფაილში

სხვა სიახლეები