GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

21 თებერვალი, 2017

საია პოზიტიურად აფასებს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ავტორობით მომზადებულ საკანონმდებლო პაკეტს და თვლის, რომ შემოთავაზებული ცვლილებები უდავოდ წარმოადგენს წინ გადადგმულ ნაბიჯს პენიტენციური სისტემის ფუნქციონირების გაუმჯობესების თვალსაზრისით.

განსაკუთრებით აღსანიშნავია ისეთი საკითხები, როგორიცაა - გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება, სასჯელის ახალი სახე - შინაპატიმრობა, უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობა, დისციპლინური პატიმრობის ვადის შემცირება და სხვა. თუმცა, პოზიტიური ცვლილებების პარალელურად, ვფიქრობთ, საკანონმდებლო პაკეტში გათვალისწინებული რიგი საკითხები საჭიროებს დამატებით დისკუსიას. ასეთ საკითხთა შორის აღსანიშნავია - ავადმყოფობის გამო სასჯელის შემდგომი მოხდისგან გათავისუფლება, უვადო თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის გადასინჯვა, ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმოწერა, საცხოვრებელი პირობების ელექტრონული საშუალებებით მეთვალყურეობა, სატელეფონო საუბარი, განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში სასჯელის მოხდის პირობები, ხანგრძლივი პაემანის უფლება და სხვა.

საკანონმდებლო ჩარჩოს დახვეწის ხელშეწყობის მიზნით საია საკუთარ მოსაზრებებს საქართველოს პარლამენტს წარუდგენს.

იმედს ვიტოვებთ ქვემოთ მოყვანილი საკითხები გათვალისწინებული იქნება, როგორც საკანონმდებლო პაკეტის ავტორისა და ინიციატორის, ასევე საქართველოს პარლამენტის მიერ.

 

სხვა სიახლეები