GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

20 ივნისი, 2018

გუშინ, საკონსტიტუციო სასამართლომ დაასრულა განხილვა საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ბესიკ ქათამაძე, დავით მჟავანაძე და ილია მალაზონია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.  საქმეზე გადაწყვეტილება სავარაუდოდ უახლოეს პერიოდში გამოცხადდება. აღნიშნული საქმე ერთ-ერთია იმ 5 საქმიდან, რომელიც საია-მ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის არაკონსტიტუციური გამოყენების დასრულების მიზნით საკონსტიტუციო სასამართლოში წარადგინა.

აღნიშნულ საქმეში საია ასაჩივრებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის იმ მუხლს (150-ე მუხლი), რომლითაც სამართალდარღვევას წარმოადგენს პლაკატების, ლოზუნგების, ბანერების განთავსება ისეთ ადგილებზე, რომლებიც საამისოდ არ არის გამოყოფილი. საია მიიჩნევს, რომ ეს მუხლი არ არის იერსახის დაცვის ლეგიტიმური მიზნის მიღწევის თანაზომიერი საშუალება და ლახავს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ გამოხატვის თავისუფლებას. გასაჩივრებული მუხლი ასევე ზღუდავს პლაკატების, ლოზუნგების, ბანერების განთავსების გზით აზრის კოლექტიურად გამოხატვის უფლებას, რის გამოც იგი ასევე განაპირობებს შეკრებისა და მანიფესტაციის კონსტიტუციური უფლების დარღვევას.

აღსანიშნავია, რომ ამ დროისათვის საქართველოს პარლამენტში განიხილება პარლამენტის წევრების, ზაზა გაბუნიას, არჩილ თალაკვაძის, მარიამ ჯაშის, ბექა ოდიშარიას და ალექსანდრე ქანთარიას მიერ ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტი, რომლითაც გათვალისწინებულია ჯარიმების გაზრდილი ოდენობა  ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პლაკატების, ბანერების, ლოზუნგების განთავსებისათვის იმ ადგილებში, რომელიც საამისოდ არ არის გამოყოფილი. საია მიიჩნევს, რომ:

- სანქციების გამკაცრება იმ ვითარებაში, როდესაც ადმინისტარციულ სამართალდარღვევათა კანონმდებლობით დადგენილი საქმის განხილვის პროცედურული ნაწილი შესაბამისობაში არ არის მოყვანილი საქართველოს კონსტიტუციასა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებთან, ასევე, როდესაც სამართალდარღვევის შინაარსობრივი ნაწილის კონსტიტუციასთან შესაბამისობა არ არის დადგენილი და განიხილება საკონსტიტუციო სასამართლოში, გაუმართლებელია და ზრდის ადამიანის უფლებებში არამართლზომიერი ჩარევის საფრთხეს;

- 150-ე მუხლის პრაქტიკაში გამოვლენილი განმარტებები პოლიციას აძლევს შესაძლებლობას, ხელისუფლებისთვის არასასურველი შინაარსის გამოხატვის ფორმები „იერსახის დამახინჯებად“, და შესაბამისად, სამართალდარღვევად დააკვალიფიციროს

 

სხვა სიახლეები