GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

14 ივნისი, 2018

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის სასარგებლოდ საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს, მის დაქვემდებარებაში არსებულ ერთ-ერთ მუზეუმთან ერთად, დაეკისრა ზიანის ანაზღაურება. სასამართლოს გადაწყვეტილებით მოსარჩელეს აუნაზღაურდა ჯანმრთელობის დაზიანებით მიყენებული მორალური ზიანი 10 000 ლარის ოდენობით, ასევე, უცხოეთში მკურნალობის ხარჯები, საქართველოში ჩატარებული მკურნალობის ხარჯები და დაენიშნა შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის არსებობამდე ყოველთვიური სარჩო.

მოსარჩელემ ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება 2014 წლის მაისში მიიღო, როდესაც იგი შვილთან ერთად ექსკურსიაზე იმყოფებოდა მუზეუმში. მუზეუმის დათვალიერებისას მოულოდნელად ჩამოიშალა აივნის მოაჯირის კონსტრუქცია, რასაც შედეგად მოჰყვა მოსარჩელის აივნიდან გადავარდნა. შემთხვევის შედეგად მოსარჩელეს უვადოდ დაუდგინდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის სტატუსი და ამ დროისთვის, მას აღარ შეუძლია დამოუკიდებლად გადაადგილება ხერხემლის დაზიანების გამო. ასევე, მოსარჩელეს შეეზღუდა პროფესიული შრომისუნარიანობა.

საქმის განხილვისას დადგინდა, რომ მუზეუმის ადმინისტრაციამ დაარღვია წინდახედულობის ნორმები და სათანადოდ არ იზრუნა შენობის სიმყარეზე, რამაც გამოიწვია მოსარჩელის ჯანმრთელობის დაზიანება. ამასთან, გამოიკვეთა, რომ შემთხვევის დროისთვის, ჯერ კიდევ, არ იყო დასრულებული მუზეუმში მიმდინარე სარემონტო სამუშაოები, რის მიუხედავადაც მუზეუმის ადმინისტრაცია, მაინც, რთავდა დამთვალიერებლებს ნებას შესულიყვნენ მუზეუმის ტერიტორიაზე, რითაც საფრთხე შეექმნა დამთვალიერებლების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

სასამართლოს განმარტებით, იმ პირობებში, როდესაც სახლ-მუზეუმის მოაჯირის აღდგენა არ მომხდარა დიდი ხნის განმავლობაში, მუზეუმი და სამინისტრო, როგორც მაკონტროლებელი ორგანო, ვალდებულები იყვნენ, სათანადო ყურადღება მიექციათ შენობის მდგომარეობისთვის და შეეფასებინათ შესაბამისი საფრთხეები.

სასამართლოში მოსარჩელის ინტერესებს საია იცავდა. გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.

სხვა სიახლეები