GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

02 აპრილი, 2018

2018 წლის 23 მარტს საქართველოს პარლამენტმა, მესამე მოსმენით, კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებები  მიიღო.

როგორც ცნობილია, საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირების დროს პარლამენტს განსახილველად კონსტიტუციის  ახალი რედაქცია წარედგინა  (პრეამბულიდან- გარდამავალი დებულებების ჩათვლით). ამ პროცესის პარალელურად განხორციელდა რიგი რედაქციული, ტექნიკური და შინაარსობრივი სახის ცვლილებები. 

შინაარსობრივი ცვლილებების თვალსაზრისით, განსაკუთრებით პრობლემურია, კონსტიტუციის მე-18 მუხლში - ინფორმაციის თავისუფლების მიმართულებით შეტანილი ცვლილება. აღსანიშნავია, რომ კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებების მთავარი მიზანი ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინება იყო, მაგრამ ეს ცვლილებები არა თუ ვენეციის კომისიისთვის წარდგენილ ვერსიაში, არამედ ინიცირებულ ვარიანტშიც არ ყოფილა. ასევე, ცვლილებაზე საუბარი არ იყო ცვლილებების განმარტებითი ბარათის ტექსტშიც. აღნიშნული ცვლილების გახმაურება მოხდა საყოველთაო სახალხო განხილვის ბოლო შეხვედრაზე, რომელსაც მხოლოდ კონსტიტუციური ორგანოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

ასევე, მესამე მოსმენისას ახალი კონსტიტუციის პროექტის მე-60 მუხლის მე-5 პუნქტში შევიდა ცვლილება და მის ტექსტს დაემატა სიტყვა „გვიანდელი“, რაც ვერ ჩაითვლება მხოლოდ და მხოლოდ რედაქციულ ცვლილებად, რადგან ცვლილებას აქვს შინაარსობრივი მნიშვნელობა. აღნიშნული ცვლილება, საკონსტიტუციო სასამართლოს უკარგავს გადაწყვეტილების ძალაში შესვლის გადავადების შესაძლებლობას უკუძალის გამოყენებით. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, კანონპროექტის მესამე მოსმენისას მასში შესაძლებელია მხოლოდ რედაქციული ცვლილებების შეტანა.

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საყოველთაო-სახალხო განხილვა აუცილებელია კონსტიტუციის გადასინჯვისთვის. ვინაიდან საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებასთან დაკავშირებით მიღებული ცვლილებები საყოველთაო-სახალხო განხილვის ობიექტი არ გამხდარა, აშკარაა, რომ კონსტიტუციური ცვლილებები პროცედურული დარღვევით არის მიღებული.

 

სხვა სიახლეები