GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

12 მარტი, 2019

2019 წლის 12 მარტს გაიმართა კონფერენცია თემაზე: სიძულვილის ენა და საარჩევნო კამპანია. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს სახელმწიფო ისნტიტუტების, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. 

კონფერენცია გახსნა ევროპის საბჭოს თბილისის ოფისის ხელმძღვანელმა საქართველოში, კრისტიან ურსემ და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, სულხან სალაძემ.

ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა ნეგატიურ საარჩევნო კამპანიასა და არჩევნებში სიძულვილის ენის გამოყენებასთან დაკავშირებული საკითხების ანალიზი და აღნიშნულ თემებზე მსჯელობა

მომხსენებლებმა, სახლემწიფო ინსტიტუტებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმოამდგენლებმა, მიმოიხილეს სიძულვილის ენასთან დაკავშირებით საქართველოში არსებული რეგულაციები და პრაქტიკა. კონფერენციაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა არჩევნებში სიძულვილის ენის აღმოფხვრის ინსტრუმენტებზე. ევროპის საბჭოს მოწვეულმა ექსპერტებმა წარმოადგინეს საუკეთესო საერთაშორისო და სასამართლო პრაქტიკის მიმოხილვა.

კონფერენცია გაიმართა ევროპის საბჭოს პროექტის „საარჩევნო პრაქტიკის რეფორმის ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან თანამშრომლობით.

სხვა სიახლეები