GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

07 დეკემბერი, 2016

2016 წლის 7 დეკემბერს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ კვლევის - „2016 წლის საპარლამენტო არჩევნების გენდერული ანალიზი, ძირითადი მიგნებები და გამოწვევები“ შუალედური შედეგების პრეზენტაცია გამართა. კვლევა პროექტის - „საქართველოში კონკურენტული,  სამართლიანი და ინკლუზიური საარჩევნო გარემოს ხელშეწყობა 2016-2018 საარჩევნო ციკლისთვის“ ფარგლებში ხორციელდება, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს. პროექტის მიზანს წარმოადგენს საქართველოში ინკლუზიური, კონკურენტული და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესების ხელშეწყობა.

მიზნის მისაღწევად, კვლევის ფარგლებში შესწავლილი და გაანალიზებული იქნება საქართველოს კანონმდებლობა (მათ შორის, პოლიტიკის დოკუმენტები), მიმოხილული იქნება საერთაშორისო სტანდარტები და საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები პოლიტიკურ-საარჩევნო პროცესებში ქალთა ჩართულობასთან დაკავშირებით. ასევე, მოხდება პრაქტიკის შესწავლა ქალთა პოლიტიკური და საარჩევნო უფლებების განხორციელების თაობაზე. კვლევა ეტაპობრივად, 2016-2018 საარჩევნო ციკლის ფარგლებში განხორციელდება.

ამ ეტაპზე, შუალედური შედეგები წარმოდგენილია სამაგიდო და თვისობრივი კვლევის საფუძველზე,

კვლევის შედეგად გამოკვეთილი მიგნებებისა და დაფიქსირებული გამოწვევების გაანალიზების საფუძველზე, შეიძლება გამოვყოთ ძირეული საკითხები, რომელთა მიმართულებითაც უნდა გაგრძელდეს მუშაობა ქალთა პოლიტიკაში ჩართულობის გაუმჯობესების  კუთხით,  კერძოდ:

- საკანონმდებლო ბაზა - საქართველოში დღეს მოქმედი საარჩევნო სისტემა ხელს არ უწყობს და არ ახალისებს ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის ზრდას ქვეყანაში.

- შიდა პარტიული დემოკრატია - ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა არ არის პოპულარული თემა პოლიტიკურ პარტიებში და ხშირ შემთხვევაში ამაზე საუბარს თავს არიდებენ როგორც ცენტრალურ, ისე რეგიონალურ დონეზე.

- ცნობიერების ამაღლება გენდერულ თანასწორობაზე -  გავრცელებული სტერეოტიპები და პატრიარქალური საზოგადოება ხელს უშლის ქალების  პოლიტიკურ გააქტიურებას.

დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების, საარჩევნო ადმინისტრაციისა და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებმა. შედეგად, ჩამოყალიბდა თემატური ჯგუფი, რომელიც კვლევის ავტორებთან ერთად განაგრძობს მუშაობას ქალთა პოლიტიკაში ჩართულობის საკითხის ირგვლივ.  


 

სხვა სიახლეები