GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

06 სექტემბერი, 2017

   #არჩევნები2017

    #GeorgianElections2017

 

ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი საკრებულოს წევრობის მაჟორიტარი კანდიდატის ან თვითმმართველი ქალაქის/თემის მერობის კანდიდატის რეგისტრაცია

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2016 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილებით,[1] დაკმაყოფილდა „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა“ და ,,სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ სარჩელი,[2] რის შედეგადაც, არაპარტიულ პირებს მიეცათ მერის/გამგებლის არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის წარდგინების საფუძველზე.

 

  • რას ნიშნავს საინიციატივო ჯგუფი?

 

საინიციატივო ჯგუფი არის არანაკლებ 5 წევრისაგან შემდგარი საარჩევნო სუბიექტი, რომელიც უფლებამოსილია მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებისათვის წარადგინოს მაჟორიტარი კანდიდატი, ხოლო თვითმმართველი ქალაქის/თემის მერის არჩევნებისათვის წარადგინოს მერობის კანდიდატი. ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს უფლება აქვს წარადგინოს მხოლოდ ერთი კანდიდატი. საინიციატივო ჯგუფის წევრი არ შეიძლება იმავდროულად იყოს სხვა ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წევრი.

 

  • რას ნიშნავს დამოუკიდებელი კანდიდატი?

 

  • დამოუკიდებელ კანდიდატს უწოდებენ საარჩევნო სუბიექტს, რომელიც მერობის/მაჟორიტარობის კანდიდატად წარდგენილია საინიციატივო ჯგუფის მიერ.

 

​სრული ვერსია იხილეთ ქვემოთ დართულ დოკუმენტში. 

ფინანსურ პროცედურებზე ინფორმაცია იხილეთ ბმულზე

რეგისტარციის შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე

სხვა სიახლეები