სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიამ შრომის კანონმდებლობის გაუმჯობესების მიზნით პარლამენტს მიმართა

  მიმდინარე წლის 16 მარტს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საქართველოს პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით მიმართა. წარდგენილი კანონპროექტის მიზანია შრომის კოდექსის იმ ნორმების ცვლილება, რომლებიც შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისა და მოშლის წესს ადგენს. აღნიშნულ ნორმებთან დაკავშირებული პრაქტიკა ცხადყოფს, რომ მოქმედი ნორმები ვერ უზრუნველყოფს დასაქმებულის უფლებებისა და ინტერესების დაცვას შრომითი ხელშეკრულების მოშლისას. ამასთან, არ შეესაბამება საერთაშორისო აქტებით დადგენილ სტანდარტებს და არ ითვალისწინებს სხვა ქვეყნების გამოცდილებას შრომითი უფლებების დაცვის სფეროში. ამასთან, ნათელია რომ სასამართლო პრაქტიკამ ვერ უზრუნველყო საკანონმდებლო ხარვეზის შევსება და ხელშეკრულების მოშლის მექანიზმის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი განმარტება, რაც ადასტურებს აღნიშნული რეგულაციების საკანონმდებლო ორგანოს მიერ გადახედვის აუცილებლობას. კანონპროექტი უზრუნველყოფს შრომის სამართლის არსებული ნორმების შესაბამისობაში მოყვანას საერთაშორისო აქტებთან, მათ საფუძველზე საქართველის მიერ აღიარებულ საერთაშორისო ვალდებულებებთან და ევროპული ქვეყნების კანონმდებლობასთან; კერძოდ, მისი მიზანია შრომითი ურთიერთობის მოშლის იმგვარი რეგულირება, რაც უზრუნველყოფს დასაქმებულის უფლებების დაცვას შესაბამისი მატერიალური თუ პროცედურული გარანტიების მინიჭების გზით.  

2012-03-20 12:42 სრულად ნახვა

კამპანიის „ეს შენ გეხება“ განცხადება საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან კონსულტაციების თაობაზე

კამპანიის „ეს შენ გეხება“  მონაწილეები დადებითად ვაფასებთ არასამთავრობო ორგანიზაციების  და საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს  შორის გარკვეულ საკითხებზე მიღწეული შეთანხმების ფაქტს  და პარლამენტის მზაობას  გაითვალისწინოს სამოქალაქო სექტორის წინადადებები საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწასთან დაკავშირებით. მიღწეული შეთანხმების თანახმად: • კანონში აღარ იარსებებს პოლიტიკურ პარტიასთან პირდაპირ და არაპირდაპირ დაკავშირებულ პირთა ცნება; • პოლიტიკური სიმპათიის ან ანტიპათიის გამოხატვის  გამო კონტროლის პალატას აღარ ექნება უფლება პირს დაუწესოს შეზღუდვები; • დავიწროვდება და მკაფიოდ განისაზღვრება იმ პირთა წრე, რომლებზეც გავრცელდება პოლიტიკური პარტიისათვის დაწესებული შეზღუდვები; • ამომრჩეველს აღარ დაეკისრება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა პარტიისგან რაიმე სარგებლის მოთხოვნის გამო; • პირს არ შეეზღუდება სამეწარმეო საქმიანობა თუ ის უშუალოდ არ უკავშირდება საარჩევნო მიზნებს;

2012-03-20 06:53 სრულად ნახვა

საიას განცხადება კონტროლის პალატის მიერ დაბარებული პირების მიმართ სისხლის სამართლის გამოძიების დაწყების თაობაზე

  დღეს 2012 წლის 16 მარტს 15:00 საათზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციმ პრესკონფერენცია გამართა, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სისხლის სამართლის წესით სამმართველოებში დაბარებულ ადამიანებთან დაკავშირებით. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ შსს-ს მიერ სისხლის სამართლის კოდექსის 3482-ე მუხლით გამოძიების დაწყება, რომელიც კონტროლის პალატის მიერ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაბარებული პირების მიერ ახსნა-განმარტების მიცემაზე უარის თქმის  ფაქტებს უკავშირდება უკანონოა. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში კონტროლის პალატის მიერ ინტენსიურად ხორციელდება იდენტური შინაარსის უწყებებით მოქალაქეთა დაბარება ახსნა-განმარტების მისაცემად. უწყების თანახმად, მოქალაქეებს იბარებენ იმ ადმინისტრაციულ წარმოებასთან დაკავშირებით, რომელიც პოლიტიკური სუბიექტების მოჩვენებითი,  თვალთმაქცური გარიგების გზით დაფინანსების ფაქტზე მიმდინარეობს. ამავე უწყებით, დაბარებულ პირებს განემარტებათ ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გარანტირებული უფლებები და მოვალეობები, რომელიც თავის მხრივ, მხოლოდ ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს გააჩნია.  

2012-03-16 12:30 სრულად ნახვა

კამპანიის „ეს შენ გეხება“ მონაწილეები კონტროლის პალატის მიერ მოქალაქეთა მასობრივი დაკითხვის პროცესს ეხმაურებიან

2012 წლის 15 მარტს 13 საათზე სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ კამპანიის „ეს შენ გეხება“ მონაწილე არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებმა პრესკონფერენცია გამართეს. საუბრის მთავარი თემა ბოლო სამი დღის განმავლობაში საქართველოს კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ განხორციელებული მოქალაქეთა მასობრივი დაკითხვის პროცესების მიმდინარეობა გახლდათ. საქართველოს კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ 2012 წლის 12, 13 და 14 მარტს საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში (ლანჩხუთი, ჩოხატაური, ოზურგეთი, ბათუმი, ხელვაჩაური, ქობულეთი, ფოთი, ზუგდიდი, ქუთაისი, ზესტაფონი, გორი, ქარელი, კასპი, გურჯაანი, საგარეჯო, სიღნაღი) განხორცილდა სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წევრთა, მოხალისეთა და მოქალაქეთა მასობრივი დაკითხვები. დაკითხულთა რაოდენობამ უკვე 150-ს  გადააჭარბა. კამპანია „ეს შენ გეხება“ უარყოფითად აფასებს ახსნა-განმარტების ჩამორთმევის პროცესში კონტროლის პალატის წარმომადგენელთა მხრიდან მოქალაქეებზე განხორციელებული ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის, დაშინებისა და მუქარის ფაქტებს. კამპანიის მონაწილეებს მიაჩნიათ, რომ:

2012-03-16 06:33 სრულად ნახვა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადება

2012 წლის 13 მარტს  საქართველოს კონტროლის პალატის თანამშრომლების  მიერ ჩოხატაურში მოქალაქეებისგან ახსნა-განმარტების მიღებისას, საიას იურისტის მიმართ უკანონო ქმედება განხორციელდა. აღსანიშავია ის გარემოება, რომ დაცვის თანამშრომლებმა სავარაუდოდ უსაფრთხოების ზომების დაცვის მიზნით საიას წარმომადგენლები, ისევე როგორც დასაკითხი პირები შეუსაბამოდ მკაცრი კონტროლის მეთოდით გაჩხრიკეს. სამივე ადვოკატს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის გახდა მოსთხოვეს. რაც ცალსახად შეურაცხმყოფელი ფორმებით ხორციელდებოდა. საიას ადვოკატს, გია ქარცივაძეს ხელი შეეშალა უფლებამოსილების განხორციელებაში. კონტროლის პალატის წარმომადგენელმა გაგა ჩანქსელიანმა   არ მისცა დასმული კითხვების ჩაწერის  საშუალება.  ცდილობდა ადვოკატის პროვოცირებას. პროცესში საიას იურისტი ახორციელებდა ერთ-ერთი დასაკითხი პირის წარმომადგენლობას. იურისტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით კითხვები დაახლოებით შემდეგი ფორმულირების იყო:

2012-03-15 06:22 სრულად ნახვა

ქართული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის განცხადება

საიასთან არსებული ქართული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი მიიჩნევს, რომ საქართველოს კონტროლის პალატის თანამშრომლების  მიერ საქართველოს სხვადასხვა  რეგიონში მოქალაქეების დაკითხვისას ჟურნალისტებს პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ეშლებათ ხელი. საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის ლევან ბეჟაშვილის განმარტებით -"ხდება ინფორმაციის დაზუსტება იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად კანონშესაბამისია რეგიონებში პოლიტიკური პარტიების ხარჯთაღრიცხვა“ მიუხედავად იმისა, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესი უნდა განხორციელებულიყო ღიად, როგორც ეს საქართველოს კანონმდებლობითაა დადგენილი, ჟურნალისტებს   არ მიეცათ მუნიციპალიტეტის შენობაში შესვლის უფლებაც კი. დღეისათვის იგივე მეთოდებით გრძელდება მოქალაქეთა დაკითხვა. ჟურნალისტებს  შეზღუდული აქვთ ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების შესაძლებლობა. ამასთანავე მათ ზეპირი ფორმით ეუბნებიან, რომ  მუნიციპალიტეტებში გადაადგილება შეიზღუდა სწორედ დღეიდან.  ქართული კანონმდებლობის თანახმად, თუ რომელიმე ადმინისტრაციულ შენობაში შესვლასთან დაკავშირებით სპეციალური ნებართვაა საჭირო, უნდა არსებობდეს შესაბამისი ადმინისტრაციული აქტი. ამასთან, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს უნდა ჰქონდეს საშუალება, წინასწარ იცოდეს იგი, რადგან რეგულაცია ქცევის ზოგად წესს ეხება და იგი ნორმატიული ხასიათისაა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ცალსახად ირღვევა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები. ქართული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი მიმართავს სამართალდამცავ ორგანოებს,  დეტალურად შეისწავლონ და გამოიძიონ საქართველოს კონტროლის პალატის მიერ მოქალაქეთა დაკითხვისას  ჟურნალისტებისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელშეშლის ფაქტები.

2012-03-14 09:37 სრულად ნახვა

საიას განცხადება კონტროლის პალატის მიერ საქართველოს რეგიონებში მოქალაქეთათვის ახსნა-განმარტებების მასობრივ ჩამორთმევასთან დაკავშირებით

გასული ორი დღის მანძილზე საქართველოს კონტროლის პალატა რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებს ახსნა - განმარტების ჩამოსართმევად ადგილობრივი მუნიციპალიტეტების შენობებში მასიურად იბარებს. მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მოქალაქეები დაიბარეს ქუთაისში, ზუგდიდში, ფოთში, საგარეჯოში, გურჯაანში, ლანჩხუთში, ჩოხატაურში. რეგიონებში მცხოვრებ ათეულობით მოქალაქეს საქართველოს კონტროლის პალატიდან ერთი და იმავე შინაარსის უწყება მიუვიდა. უწყების თანახმად, საქართველოს კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურში სუბიექტების მოჩვენებითი, თვალთმაქცური გარიგების გზით დაფინანსების ფაქტზე ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობდა, ხოლო აღნიშნულთან დაკავშირებით მოქალაქეები დაბარებულნი იყვნენ ახსნა-განმარტების მისაცემად. ოპოზიციური პარტიების წევრებისა და აქტივისტებისათვის ახსნა-განმარტების ჩამორთმევა დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში დღესაც მიმდინარეობს. 12 მარტს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციულ შენობაში  მოქალაქეებისათვის ახსნა-განმარტების ჩამორთმევა რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა. ამ პერიოდში ადმინისტრაციულ შენობაში  შეზღუდული იყო გადაადგილების შესაძლებლობა, როგორც მოქალაქეების, ასევე ჟურნალისტებისთვის.  მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით 12 მარტს ლანჩხუთში ახსნა - განმარტების ჩამორთმევა ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ მიმდინარეობდა. ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაბარებული მოქალაქეები რიგ შემთხვევებში არ იყვნენ უზრუნველყოფილნი დაცვის უფლებით.

2012-03-13 14:04 სრულად ნახვა

კამპანიის „ეს შენ გეხება“ წევრი არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების პასუხი დავით ბაქრაძეს

დღეს, 2012 წლის 7 მარტს,  ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ ოფისში  კამპანიის „ეს შენ გეხება“ მონაწილე არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებმა პრესკონფერენცია გამართეს, სადაც გამოეხმაურნენ  პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძის განცხადებას. უკანასკნელი დღეების განმავლობაში მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ კიდეც ერთხელ გადახედავენ საარჩევნო კანონმდებლობას და არსებულ დებულებებს დააზუსტებენ. კერძოდ, მასში ნათლად ჩაიწერება, რომ კანონმდებლობა არ ზღუდავს არასამთავრობო და იმ დონორი ორგანიზაციების „ლეგიტიმურ აქტივობებს“, რომლებიც პარტიების განვითარების კუთხით მუშაობენ. საქართველოს პარლამენტის სურვილი, რომ შეცვალოს ბუნდოვანი და პრობლემური კანონმდებლობა, კამპანიის მონაწილეებისთვის მისასალმებელია, თუმცა მათ კიდევ ერთხელ გამოხატეს თავიანთი პოზიცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო წინადადება მხოლოდ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის საქმიანობის შეზღუდვის თავიდან აცილებას არ გულისხმობს. შეთავაზებული ცვლილებები მიმართულია საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისკენ, პოლიტიკური პარტიებისთვის თანაბარი საარჩევნო პირობების შექმნისკენ, მოქალაქეებისა და ორგანიზაციებისთვის კონსტიტუციით გარანტირებული უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველყოფისკენ.

2012-03-07 11:11 სრულად ნახვა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იწვევს ჟურნალისტებს ტრენინგზე: “არჩევნები და მედია”

ტრენინგი ორდღიანია  და ჩატარდება ყვარელში   2012 წლის 24-25   მარტს დილის 10:00 სთ-დან საღამოს ჴ 18:00 სთ-მდე. მასში მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ აღმოსავლეთ  საქართველოში მოქმედ ჟურნალისტებს. ტრენინგს ორგანიზებას უწევს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. ტრენინგის ფინანსური მხარდამჭერია საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო (IREX) პროგრამის “ქართული მედია აძლიერებს დემოკრატიას, ანგარიშვალდებულებას და მოქალაქეების ინფორმირებულობას” (G-MEDIA) ფარგლებში.    

2012-03-05 13:09 სრულად ნახვა

სოლომონ ქიმერიძის სიცოცხლის ხელყოფის საქმესთან დაკავშირებით, საია გამოძიებას მტკიცებულებების გამოქვეყნებას სთხოვს

საია მწუხარებას უცხადებს გარდაცვლილი  სოლომონ ქიმერიძის ოჯახის წევრებს და სურვილის შემთხვევაში, მათ სათანადო იურიდიული დახმარების აღმოჩენას სთავაზობს. საქმესთან დაკავშირებით კი, საია სახელმწიფოს ეფექტური და ანგარიშვალდებული გამოძიების ჩატარებას სთხოვს. კერძოდ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური განცხადებით 2012 წლის 27 თებერვალს სოლომონ ქიმერიძე  ხაშურის რაიონული სამმართველოს შენობაში ბრალდებულის სახით დაკითხვის დროს კიბის მოაჯირიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა. მოგვიანებით ღია წყაროებში გავრცელდა ინფორმაცია, რომელმაც დასაბუთებული ეჭვები წარმოშვა მომხდარზე შსს ოფიციალურ ვერსიასთან დაკავშირებით. მათ შორის,  სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებული ინფორმაციით გაირკვა, რომ  2012 წლის 27 თებერვალს დაკითხვის დროს ს. ქიმერიძეს ოფიციალურად არც ბრალი ჰქონდა წაყენებული და ის არც დაკავებული იყო.   2012 წლის 2 მარტს ინტერნეტ გამოცემა tspress.ge-ის მიერ გავრცელდა  გარდაცვლილ ს. ქიმერიძისთვის გადაღებული ფოტო მასალა, რომელზეც ჩანს, რომ გარდაცვლილს სხეულზე სერიოზული  და მძიმე ხასიათის ფიზიკური დაზიანებები აღენიშნება, მათ შორის, დაზიანებები თვალის ბუდის ირგვლივ და ხელის მაჯაზე.

2012-03-03 11:04 სრულად ნახვა