სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია სოფელ ნიგვზიანში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება

საია შეშფოთებას გამოთქვამს იმ მდგომარეობის გამო რასაც უკანასკნელ პერიოდში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზიანში აქვს ადგილი, სადაც მუსლიმანურ და ქრისტიანულ მოსახლეობას შორის რელიგიურ ნიადაგზე ურთიერთობა დაიძაბა. ქრისტიანი მოსახლეობა რელიგიური უმცირესობის მიერ საკუთარი უფლებებით მაქსიმალურად სარგებლობის წინააღმდეგია, რის გამოც ადგილი ჰქონდა შეხლა-შემოხლას. საქართველოს კონსტიტუცია აღიარებს რელიგიის თავისუფლებას, რაც თავის თავში გულისხმობს არა მარტო რწმენის ქონის, არამედ ამ რწმენის გამოხატვას, მათ შორის, რელიგიური წეს-ჩვეულებების თავისუფლად აღსრულების უფლებას. ეს უფლება სახელმწიფოს აკისრებს არა მარტო ნეგატიურ ვალდებულებას, უშუალოდ არ ჩაერიოს უფლების განხორციელებაში, არამედ უზრუნველყოს უფლების რეალიზაცია მაშინაც როდესაც მისი ხელშეშლა კერძო პირებისგან ხდება. აღსანიშნავია, რომ რელიგიურ საქმიანობაში ხელშეშლა წარმოადგენს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დასჯად ქმედებას.

2012-11-05 13:35 სრულად ნახვა

საპარლამენტო მდივნის ვაკანსია ქუთაისში

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს ვაკანსიას ქ. ქუთაისში საპარლამენტო მდივნის თანამდებობაზე   ძირითადი მოვალეობები: - უზრუნველყოს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საპარლამენტო მდივნის ფუნქციების შესრულება, რაც გულისხმობს პერმანენტულ კონტაქტს საქართველოს პარლამენტთან, მის კომიტეტებთან და აპარატთან, შესაბამის სამინისტროებთან, მზადების პროცესში მყოფი საკანონმდებლო ინიციატივების დროული აღმოჩენის, პროცესის საზოგადოებისთვის გახსნილობის და საია-ს მხრიდან დროული რეაგირების უზრუნველსაყოფად; - თავმჯდომარის ხელმძღვანელობით, უზრუნველყოს მოპოვებული მასალების მიწოდება საია-ს შესაბამისი თანამშრომლებისთვის/წევრებისთვის რეაგირების მიზნით, ამ რეაგირების დროულობის კონტროლი და ადრესატამდე მიტანა, ასევე განხილვებზე შესაბამისი თანამშრომლების/წევრების დასწრება; - საჭიროებისამებრ დახმარება გაუწიოს დამქირავებელს ასოციაციაში საქართველოს პარლამენტის მიერ ექსპერტიზისათვის მოწოდებულ კანონპროექტებზე დასკვნის მომზადებაში თავისი კვალიფიკაციის შესაბამისად; - საია-ს სახელით გამოსაქვეყნებელი პუბლიკაციების მომზადება. - განახორციელოს ყოველთვიური ანგარიშგება გაწეულ საქმიანობაზე და წარმოადგინოს მომავალი თვის გეგმა; - ასოციაციის მიზნებიდან გამომდინარე და გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული სხვა საქმიანობის განხორციელება დამქირავებლის დავალებით.

2012-11-05 02:03 სრულად ნახვა

საიას იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი აცხადებს ეროვნულ შეჯიბრს საკონსტიტუციო სამართალში

შეჯიბრში მონაწილეობის უფლება აქვთ: - იურიდიული ან საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტის მე-2, მე-3 ან მე-4 კურსის სტუდენტებს. მონაწილეობის პირობები : - შეჯიბრში მონაწილეობის უფლება აქვს სამი წევრისგან შემდგარ გუნდს; - გუნდმა დათქმულ ვადაში უნდა შეავსოს განაცხადის ფორმა.

2012-11-03 02:08 სრულად ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციათა ვიზიტი რუსთავის #16 დაწესებულებაში

  31 ოქტომბერს რუსთავის #16 დაწესებულებაში იმყოფებოდნენ ორგანიზაციების ,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, ,,წამების მსხვერპლთა ფსიქო–სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის“(GCRT) და ,,ციხის საერთაშორისო რეფორმის“ წარმომადგენლები, რომელთაც მინიჭებული აქვთ სასჯელაღსრულების სისტემის დაწესებულებებში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლება. დაწესებულებაში ვიზიტის საფუძველი იყო გავრცელებული ინფორმაცია რუსთავის #16 თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში არსებული დაძაბულობის შესახებ. აღნიშნული ორგანიზაციების წარმომადგენლები შეხვდნენ და გაესაუბრნენ დაწესებულების დირექტორს, სამარტოო საკანში მოთავსებულ პატიმრებს, ,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ კორპუსებზე განთავსებულ მსჯავრდებულებს, აგრეთვე დაწესებულების შესასვლელთან შეკრებილ პატიმართა ოჯახის წევრებს.  

2012-11-01 09:24 სრულად ნახვა

საია მიიჩნევს, რომ აჭარის ტელევიზიას საზოგადოებრივი მაუწყებლის სტატუსი უნდა მიენიჭოს

  დღეისათვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საქვეუწყებო დაწესებულება  მაუწყებლობის ფუნქციას ასრულებს. საკანონმდებლო აქტების ანალიზი კი ცხადყოფს, რომ დაუშვებელია ადმინისტრაციული ორგანოსათვის მსგავსი ფუნქციის მინიჭება.  აჭარის ტელევიზიის აღნიშნული სტატუსი წინააღმდეგობაშია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის  მე-2 პუნქტის ჩანაწერებთან, რომ მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირი არ შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ორგანო; მიგვაჩნია, რომ  აჭარის ტელევიზიის სტატუსის განსაზღვრა დღეისათვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია. ზემოაღნიშნული საკითხის მოსაგვარებლად მნიშვნელოვანია დაუყოვნებლივ მოხდეს აჭარის ტელევიზიის საქმიანობის სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცევა. ჩვენი პოზიციით მნიშვნელოვანია, რომ  ტელევიზიას  მიენიჭოს  საზოგადოებრივი მაუწყებლის სტატუსი.  

2012-10-31 11:46 სრულად ნახვა

23we

 werwer

2012-10-31 10:15 სრულად ნახვა

ახალი მტკიცებულებები ზურაბ ვაზაგაშვილისა და ალექსანდრე ხუბულოვის საქმეზე

2006 წლის 2 მაისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ თბილისში, კორტების მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ,,BMW” მარკის ავტომობილში ჩაცხრილულ იქნენ ზურაბ ვაზაგაშვილი და ალექსანდრე ხუბულოვი. შსს-ს ოფიციალური ინფორმაციით, მითითებული პირები საყაჩაღოდ მიდიოდნენ და სპეცოპერაციაში მონაწილე შსს-ს თანამშრომლებმა ცეცხლი გახსნეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც მათი ავტომანქანიდან პოლიციის მიმართულებით სროლა განხორციელდა. საქმეზე თავიდანვე გაჩნდა ბევრი კითხვა, რაც შსს-ს ოფიციალური ინფორმაციის მცდარობაზე მიუთითებდა. საიას ადვოკატები გარდაცვლილ ზურაბ ვაზაგაშვილის უფლებამონაცვლის ინტერესებს იცავდნენ. მართალია, გამოძიება დაიწყო, თუმცა, ჩვენი შეფასებით, გამოძიება წარიმართა არაობიექტურად და მიკერძოებულად, რის შედეგადაც საქმის წარმოება შეწყდა პოლიციელთა ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არარსებობის მოტივით. ამჟამად დაცვის მხარემ მნიშვნელოვანი მტკიცებულებები მოიპოვა. როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, დაცხრილულ ავტომობილში მსხდომ პირთაგან გადარჩა მხოლოდ ბონდო (ბუბა) ფუთურიძე, რომელთანაც მოგვიანებით გაფორმდა საპროცესო შეთანხმება. დღემდე ცნობილი იყო, რომ ფუთურიძემ აღიარა წარდგენილი ბრალდება. სასამართლოში მის მიერ მიცემული ჩვენებით დასტურდებოდა, რომ მათ სპეცრაზმის წარმომადგენლებს შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწიეს, რის შემდეგაც მოხდა პოლიციელთა მხრიდან ცეცხლის გახსნა.

2012-10-30 10:01 სრულად ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს მთავრობას პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებული პირების საქმის გარემოებების შესწავლას სთხოვენ

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და „საერთაშორიო გაჭვირვალობა - საქართველომ“ 2012 წლის წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგის ფარგლებში მოქალაქეთა მიმართ პოლიტიკური ნიშნით ზეწოლის მრავალი ფაქტი შეისწავლა და გამოაქვეყნა.  მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული - საჯარო სექტორიდან პოლიტიკური მოტივით სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევები იყო. ჩვენ მიერ აღრიცხული შემთხვევებიდან, ყველაზე ხშირად მოქალაქეთა სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლებას ადგილი ჰქონდა განათლებისა და მეცნიერების, კულტურისა და ძეგლთა დაცვის, შინაგან საქმეთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების დაქვემდებარებულ უწყებებში, ადგილობრივ თვითმმართველობებსა და მათდამი დაქვემდებარებულ სტრუქტურებში, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში.  

2012-10-29 08:02 სრულად ნახვა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი ეხმაურება ტელეკომპანია პიკის გარშემო განვითარებულ მოვლენებს

2012 წლის 12 ოქტომბრიდან ტელეკომპანია პიკის საქმიანობა შეფერხდა. დღეისათვის ტელეკომპანია პიკის ჟურნალისტები ვერ ახორციელებენ პროფესიულ საქმიანობას. ტელეკომპანიის კუთვნილ სიხშირეზე გადის მათ მიერ წინა პერიოდში მომზადებული მასალა. დაინტერესებულ საზოგადოებას კი არ აქვს შესაძლებლობა მიიღოს მიმდინარე პროცესების თაობაზე განახლებული ინფორმაცია ტელეკომპანია პიკის მეშვეობით. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ 2012 წლის 13 იანვარს  სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლისა და შპს ტელეკომპანია პიკს შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება #3-1-ის თანახმად, პიკი ვალდებულია საზოგადოებრივი მაუწყებლის მესამე არხი (პირველი კავკასიური) უზრუნველყოს რუსულენოვანი ტელეპროდუქციით. საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციით, 2012 წლის 13 ოქტომბერს პირდაპირ ეთერში გამოხატული მდუმარე პროტესტით, ასევე სატელევიზიო სიგნალის სატელიტზე აწევით ტელეკომპანია „პიკ“-მა უხეშად დაარღვია  ხელშეკრულება. ირკვევა, რომ აღნიშნულის თაობაზე სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა 16 ოქტომბერს აცნობა პიკის ხელმძღვანელობას. ამავე დროს პიკის გენერალური დირექტორის ალექსანდრე ფარულავას კორესპონდენციით დგინდება, რომ სწორედ ტელეკომპანია პიკის მოთხოვნით შეჩერდა სახელშეკრულებო ურთიერთობა მხარეებს შორის.

2012-10-24 12:45 სრულად ნახვა