სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

23we

 werwer

2012-10-31 10:15 სრულად ნახვა

ახალი მტკიცებულებები ზურაბ ვაზაგაშვილისა და ალექსანდრე ხუბულოვის საქმეზე

2006 წლის 2 მაისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ თბილისში, კორტების მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ,,BMW” მარკის ავტომობილში ჩაცხრილულ იქნენ ზურაბ ვაზაგაშვილი და ალექსანდრე ხუბულოვი. შსს-ს ოფიციალური ინფორმაციით, მითითებული პირები საყაჩაღოდ მიდიოდნენ და სპეცოპერაციაში მონაწილე შსს-ს თანამშრომლებმა ცეცხლი გახსნეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც მათი ავტომანქანიდან პოლიციის მიმართულებით სროლა განხორციელდა. საქმეზე თავიდანვე გაჩნდა ბევრი კითხვა, რაც შსს-ს ოფიციალური ინფორმაციის მცდარობაზე მიუთითებდა. საიას ადვოკატები გარდაცვლილ ზურაბ ვაზაგაშვილის უფლებამონაცვლის ინტერესებს იცავდნენ. მართალია, გამოძიება დაიწყო, თუმცა, ჩვენი შეფასებით, გამოძიება წარიმართა არაობიექტურად და მიკერძოებულად, რის შედეგადაც საქმის წარმოება შეწყდა პოლიციელთა ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არარსებობის მოტივით. ამჟამად დაცვის მხარემ მნიშვნელოვანი მტკიცებულებები მოიპოვა. როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, დაცხრილულ ავტომობილში მსხდომ პირთაგან გადარჩა მხოლოდ ბონდო (ბუბა) ფუთურიძე, რომელთანაც მოგვიანებით გაფორმდა საპროცესო შეთანხმება. დღემდე ცნობილი იყო, რომ ფუთურიძემ აღიარა წარდგენილი ბრალდება. სასამართლოში მის მიერ მიცემული ჩვენებით დასტურდებოდა, რომ მათ სპეცრაზმის წარმომადგენლებს შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწიეს, რის შემდეგაც მოხდა პოლიციელთა მხრიდან ცეცხლის გახსნა.

2012-10-30 10:01 სრულად ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს მთავრობას პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებული პირების საქმის გარემოებების შესწავლას სთხოვენ

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და „საერთაშორიო გაჭვირვალობა - საქართველომ“ 2012 წლის წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგის ფარგლებში მოქალაქეთა მიმართ პოლიტიკური ნიშნით ზეწოლის მრავალი ფაქტი შეისწავლა და გამოაქვეყნა.  მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული - საჯარო სექტორიდან პოლიტიკური მოტივით სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევები იყო. ჩვენ მიერ აღრიცხული შემთხვევებიდან, ყველაზე ხშირად მოქალაქეთა სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლებას ადგილი ჰქონდა განათლებისა და მეცნიერების, კულტურისა და ძეგლთა დაცვის, შინაგან საქმეთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების დაქვემდებარებულ უწყებებში, ადგილობრივ თვითმმართველობებსა და მათდამი დაქვემდებარებულ სტრუქტურებში, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში.  

2012-10-29 08:02 სრულად ნახვა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი ეხმაურება ტელეკომპანია პიკის გარშემო განვითარებულ მოვლენებს

2012 წლის 12 ოქტომბრიდან ტელეკომპანია პიკის საქმიანობა შეფერხდა. დღეისათვის ტელეკომპანია პიკის ჟურნალისტები ვერ ახორციელებენ პროფესიულ საქმიანობას. ტელეკომპანიის კუთვნილ სიხშირეზე გადის მათ მიერ წინა პერიოდში მომზადებული მასალა. დაინტერესებულ საზოგადოებას კი არ აქვს შესაძლებლობა მიიღოს მიმდინარე პროცესების თაობაზე განახლებული ინფორმაცია ტელეკომპანია პიკის მეშვეობით. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ 2012 წლის 13 იანვარს  სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლისა და შპს ტელეკომპანია პიკს შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება #3-1-ის თანახმად, პიკი ვალდებულია საზოგადოებრივი მაუწყებლის მესამე არხი (პირველი კავკასიური) უზრუნველყოს რუსულენოვანი ტელეპროდუქციით. საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციით, 2012 წლის 13 ოქტომბერს პირდაპირ ეთერში გამოხატული მდუმარე პროტესტით, ასევე სატელევიზიო სიგნალის სატელიტზე აწევით ტელეკომპანია „პიკ“-მა უხეშად დაარღვია  ხელშეკრულება. ირკვევა, რომ აღნიშნულის თაობაზე სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა 16 ოქტომბერს აცნობა პიკის ხელმძღვანელობას. ამავე დროს პიკის გენერალური დირექტორის ალექსანდრე ფარულავას კორესპონდენციით დგინდება, რომ სწორედ ტელეკომპანია პიკის მოთხოვნით შეჩერდა სახელშეკრულებო ურთიერთობა მხარეებს შორის.

2012-10-24 12:45 სრულად ნახვა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ საია-ს სარჩელი დააკმაყოფილა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ საია-ს სარჩელი დააკმაყოფილა და ,,ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ’’ საქართველოს კანონის ის მუხლები, რომელიც საგამოძიებო ორგანოებს დახურული ინტერნეტურთიერთობების დაკვირვების შესაძლებლობას აძლევდა არაკონსტიტუციურად ცნო. აღნიშნული ნორმებით დახურულ ინტერნეტურთიერთობაზე დაკვირვება შესაძლებელი იყო პაროლის ,,გატეხვის" ან სხვა ტექნიკური საშულებებით ფარული ინსტალაციის გზით. საია-ს მოსაზრებით ნორმის არაკონსტიტუციურობა მდგომარეობდა იმაში, რომ სადავო ნორმა არ ითვალისწინებს დახურულ ინტერნეტურთიერთობასთან მიმართებაში სასამართლო კონტროლის შესაძლებლობას. დახურული ინტერნეტურთიერთობის ფორმატი კი, თავის მხრივ, წარმოადგენს ადამიანის პირადულ, ინტიმურ სფეროს, რაც დაცულია საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლით. ეს უკანასკნელი პირად უფლებაში ჩარევისათვის აუცილებლად მიიჩნევს სასამართლოს გადაწყვეტილებას ან გადაუდებელი აუცილებლობის ვითარებას. არც ერთი ეს გარემოება არ არის გათვალისწინებული ,,ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ” კანონით.

2012-10-24 12:30 სრულად ნახვა

საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და გაერთიანებების მიმართვა საქართველოს პარლამენტს

ჩვენ, საზოგადოებრივი ორგანიზაციები და გაერთიანებები კიდევ ერთხელ მოგმართავთ წინადადებით, საქართველოს სახალხო დამცველის პოზიციაზე წარადგინოთ და აირჩიოთ თამარ გურჩიანი. თავდაპირველად იგი წარდგენილი იყო 39 საზოგადოებრივი ორგანიზაციისა და გაერთიანების მიერ, თუმცა, დღეს მთელი საქართველოს მასშტაბით მხარდამჭერთა რაოდენობა ასზე მეტია და მათი რიცხვი სულ უფრო იზრდება. ის თანაბრადაა მისაღები სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებებზე, სოციალურ, გარემოსდაცვით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის თემატიკაზე მომუშავე, ქალთა, ბავშვთა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, სხვადასხვა სახის მოწყვლადი ჯგუფების უფლებებადამცველთა და დამოუკიდებელი მედია ორგანიზაციებისათვის.

2012-10-24 10:53 სრულად ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება

2012 წლის 16 ოქტომბერს პრემიერ მინისტრობის კანდიდატმა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა წარადგინა მინისტრთა კაბინეტი. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრობის კანდიდატად დასახელებულ იქნა ბატონი დავით დარახველიძის კანდიდატურა. არასამთავრობო ორგანიზაციები გამოთქვამენ შეშფოთებას, რომ მინისტრობის კანდიდატის მიერ ამბროლაურის რაიონში ჩატარებული საარჩევნო კამპანიის დროს გამოყენებულ იქნა სიძულვილის ენა და რასისტული გამონათქვამები, ისევე, როგორც აგრესიული ტონი მასმედიასთან ურთიერთობისას. აღნიშნული გამონათქვამები ეწინააღმდეგება ევროპულ ფასეულებებს და ევროინტეგრაციის კურსს, რაც საქართველოს საგარეო პოლიტიკის გაცხადებული პრიორიტეტია და არღვევს ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს.

2012-10-19 14:50 სრულად ნახვა

მედია სფეროს გაუმჯობესების მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა მოკლე მიმოხილვა

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ აერთიანებს 12 არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელთა მიზანია მედიაგარემოს გაუმჯობესება და გამოხატვის თავისუფლების სტანდარტების დაცვის ხელშეწყობა. კოალიციაში გაერთიანებული ორგანიზაციები წელიწადზე მეტია ერთობლივად ვმუშაობთ დასახული მიზნების განსახორციელებლად, ჩვენ შევიმუშავეთ და ხელისუფლებას წარვუდგინეთ არაერთი წინადადება კონკრეტული რეფორმების განხორციელების მიზნით. აღსანიშნავია, რომ ჩვენს ინიციატივებს ნაწილობრივ იზიარებდა მოქმედი ხელისუფლება, თუმცა რჩება მნიშვნელოვანი საკითხები, რომელთა ძირეული გადახედვისა და მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებებისა თუ პრაქტიკული ღონისძიებების გატარების გარეშე შეუძლებელია მედიაგარემოს გაუმჯობესება. წევრ ორგანიზაციებს შემუშავებული გვაქვს თითოეულ ქვემოთ მითითებულ საკითხზე კონკრეტული წინადადებები, პროექტები და ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის ახალი შემადგენლობა მჭიდროდ ითანამშრომლებს ჩვენთან მედიაგარემოს გაუმჯობესების მიზნით. 1. საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებელ მაუწყებლად ჩამოყალიბება და განვითარება

2012-10-19 09:39 სრულად ნახვა

საია 14 ოქტომბერს განმეორებით კენჭისყრას ყველა საარჩევნო უბანზე დააკვირდება

საქართველოს პარლამენტის 1 ოქტომბრის მაჟორიტარული სისტემით არჩევნების განმეორებით კენჭისყრას, რომელიც 2012 წლის 14 ოქტომბერს გაიმართება, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ყველა საარჩევნო უბანზე დააკვირდება. ორგანიზაციის დამკვირვებლები განმეორებით კენჭისყრას დააკვირდებიან №13 სიღნაღის საარჩევნო ოლქის - №5 საარჩევნო უბანზე, №32 გორის საარჩევნო ოლქის - №4 საარჩევნო უბანზე, №35 ხაშურის საარჩევნო ოლქის - №1, № 2, №3, №8, №9, №10, №13, №45, №46 უბნებზე.

2012-10-12 14:36 სრულად ნახვა