საიას თბილისის ოფისის იურიდიული დახმარების ცენტრში თანაშემწეთა/სტაჟიორთა კონკურსის მონაწილეთა საყურადღებოდ

საიას იურიდიული დახმარების ცენტრში თანაშემწეთა/სტაჟიორთა შესარჩევად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილე კანდიდატთა დიდი რაოდენობის გათვალისწინებით, კონკურსის პირველი ეტაპი - (კაზუსების ამოხსნა) ჩატარდება რამდენიმე ნაკადად. გთხოვთ, თანდართულ დოკუმენტში იხილოთ შესაბამისი გადანაწილებები.

იმ კანდიდატებმა, რომელთაც ინტერესის სფეროდ მითითებული გაქვთ სისხლის სამართალი, თან იქონიეთ სისხლის სამართლის კოდექსი და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, ხოლო სამოქალაქო/ადმინისტრაციული მიმართულებით - სამოქალაქო კოდექსი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი. 

წერითი გამოცდის (კაზუსების ამოხსნა) შეფასების კრიტერიუმები იხილეთ მიმაგრებულ ფაილში. 

წერითი გამოცდა გაიმართება 10 და 11 დეკემბერს (სფეროების მიხედვით გადანაწილების დროები იხილეთ მიმაგრებულ ფაილში),  საია-ს ცენტრალური ოფისის სასემინარო დარბაზებში (მის: ქ. თბილისი, ჯ. კახიძის. ქ. #15). გამოცდის თარიღთან დაკავშირებით მონაწილეებთან დამატებით დაკავშირება არ მოხდება.

იმ შემთხვევაში თუ დოკუმენტები სრულყოფილად გაქვთ გამოგზავნილი და ამის მიუხედავად წერით ეტაპზე გადასულ მონაწილეთა სიაში ვერ აღმოაჩენთ თავს ან სიაში ადგილი აქვს რაიმე ტექნიკურ ხარვეზს, შეგიძლიათ გამოცდის დაწყებამდე დაგვიკავშირდეთ შემდეგ ნომერზე: (032) 2 93-61-01/150.

 

1. წერითი გამოცდის შეფასების კრიტერიუმი

2. სამოქალაქო

3. სისხლი


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge