სიახლეები
საიას თბილისის ოფისი სასამართლოში წარმოადგენდა გ.გ.-ს, რომელიც 2006 წლიდან მუდმივად ცხოვრობდა ახალგორის მუნიციპალიტეტში. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2014 წლის 20 ივნისის ბრძანებით გ.გ.-ს ჩამოერთვა დევნილის სტატუსი იმ საფუძვლით, რომ მან ყალბი დოკუმენტისა და ინფორმაციის საფუძველზე მოიპოვა სტატუსი. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილებით ბათილად იცნო მინისტრის ბრძანება და გ.გ.-ს აღუდგა სტატუსი. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება ეფუძნებოდა უტყუარ მტკიცებულებებს, სამინისტრომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა ჯერ სააპელაციო და შემდგომ საკასაციო წესით და საბოლოოდ, უზენაესმა სასამართლომ სამინისტროს საჩივარი დაუშვებლად ცნო.
სასამართლომ განმარტა, რომ სამინისტროსათვის წარდგენილი იყო ყველა აუცილებელი მტკიცებულება, რომელიც ადასტურებდა 2008 წლის აგვისტომდე გ.გ.-ს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მუდმივად ცხოვრების ფაქტს. მიუხედავად ამისა სამინისტრო უსაფუძვლოდ აგრძელებდა გადაწყვეტილების გასაჩივრებას და 2 წლის განმავლობაში გ.გ. ვერ ახერხებდა დევნილის შემწეობას მიღებას. უზენაესი სასამართლოს განჩინების საფუძველზე ძალაში დარჩა ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებები, გ.გ.-ს აღუდგა დევნილის სტატუსი და აუნაზღაურდა განაცდური შემწეობა.
გააზიარე: