GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

28 ივლისი, 2017

ვ.ფ.-მ დევნილთა სამინისტროს სასამართლოში დავა მოუგო, მის ინტერესებს სასამართლოში საია-ს თბილისის ოფისი იცავდა. სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ 2014 წელს სამინისტრომ ვ.ფ.-ს ოჯახს საცხოვრებლის შეძენაზე უარი დაუსაბუთებელად უთხრა.  

ვ.ფ.-მ სამინისტროს საცხოვრებელი ფართის შესყიდვის თაობაზე განცხადებით 2014 წელს მიმართა და შეავსო შესაბამისი კითხვარი. კანონმდებლობის თანახმად, დევნილისათვის საცხოვრებელის შეძენა დამოკიდებული იყო ქულათა სისტემაზე, რომლითაც ფასდებოდა დევნილი ოჯახის მდგომარეობა. შესწავლის შემდგომ, ვ.ფ.-ს ოჯახს მიენიჭა 4.5 ქულა, რაც საკმარისი იყო საცხოვრებლის შეძენაზე თანხმობის გასაცემად. მიუხედავად იმისა, რომ ქულები ადასტურებდა, ვ.ფ.-ს ოჯახის საჭიროებების პრიორიტეტულობას,  დევნილთა სამინისტრომ უარი უთხრა საცხოვრებლის შეძენაზე. სამინისტრომ ჩათვალა, რომ მიუხედავად მინიჭებული ქულებისა, ვ.ფ. არ საჭიროებდა საცხოვრებლით დაკმაყოფილებას, რადგან ცხოვრობდა დის საკუთრებაში არსებულ სახლში. ამასთან, იმ დევნილებს, რომელთაც ვ.ფ.-ზე დაბალი ქულები მიენიჭათ, სამინისტრომ საცხოვრებლის შესყიდვაზე თანხმობა უთხრა.

დაუსაბუთებელი და უკანონო გადაწყვეტილების გაუქმების მიზნით ვ.ფ.-მ სასამართლოში დავა დაიწყო და მოიგო როგორც პირველ, ასევე სააპელაციო სასამართლოში (უზენაესმა სასამართლომ დევნილთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაუშვებლად მიიჩნია).

სასამართლომ განმარტა, რომ ნათესავთან/ახლობელთან ქირის გარეშე ცხოვრების ფაქტი არ წარმოადგენს დამაბრკოლებელ ფაქტორს დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფისათვის და იგი მხოლოდ სხვა კრიტერიუმებთან ერთობლიობაში უნდა გახდეს დევნილი ოჯახების საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საჭიროების განმსაზღვრელი. ამასთან, არსებული წესების მიხედვით, ნათესავთან/ახლობელთან ქირის გარეშე ცხოვრება წარმოადგენს ერთ-ერთ კრიტერიუმს, რაც ფასდება 1 ქულით. შესაბამისად, სასამართლომ ბათილად ცნო დევნილთა სამინისტროს მიერ მიღებული აქტი და დაავალა საკითხის ხელახლა შესწავლა.

 

 

სხვა სიახლეები