სიახლეები

საია აქვეყნებს ინფორმაციას 2025 წლის 1 - 5 სექტემბრის კვირაში დემონსტრაციების კონტექსტში ბრალდებული პირების სასამართლო სხდომების შესახებ:
1. ანასტასიია ზინოვკინა და არტემ გრიბული
ბრალდება: სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 260.6.ა - განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების, შეძენა, შენახვა წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ.
მოსამართლე: ნინო გალუსტაშვილი.
თარიღი: 1 სექტემბერი, 11:00.
2. ანტონ ჩეჩინი
ბრალდება: სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 260.6.ა - განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვა.
მოსამართლე: ჯვებე ნაჭყებია.
თარიღი: 2 სექტემბერი, 10:30.
3. ნიკოლოზ ჯავახიშვილი, თორნიკე გოშაძე, ირაკლი მიმინოშვილი, ზვიად ცეცხლაძე, ვეფხვია კასრაძე, ვასილ კაძელაშვილი, გიორგი გორგაძე და ინსაფ ალიევი
ბრალდება: სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 225.1,2 - ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა.
მოსამართლე: თამარ მჭედლიშვილი.
თარიღი: 2 სექტემბერი, 12:00.
4. საბა სხვიტარიძე
ბრალდება: სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 353 პრიმა.2 - პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მისი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას.
მოსამართლე: ჯვებე ნაჭყებია.
თარიღი: 3 სექტემბერი, 10:30.
5. ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, გურამ მირცხულავა, ჯანო არჩაია, ლუკა ჯაბუა, რუსლან სივაკოვი, რევაზ კიკნაძე, გიორგი ტერიშვილი, ვალერი თეთრაშვილი, სერგეი კუხარჩუკი და ირაკლი ქერაშვილი
ბრალდება: სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 225 - ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა.
მოსამართლე: ნინო გალუსტაშვილი.
თარიღი: 3 სექტემბერი, 13:00.
6. ნიკოლოზ კაცია
ბრალდება: სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 260.6.ა - განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვა.
მოსამართლე: თამარ მჭედლიშვილი.
თარიღი: 3 სექტემბერი, 17:00.
პროცესების თარიღების შესახებ ინფორმაცია განახლებადია ყოველდღიურად, და, შესაძლოა, დაგეგმილი პროცესი სხვადასხვა მიზეზით გადაიდოს.
გააზიარე: