GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

03 ივნისი, 2015

საიას იურიდიული დახმარების ცენტრში თანაშემწეთა/სტაჟიორთა შესარჩევად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილე კანდიდატთა დიდი რაოდენობის გათვალისწინებით, კონკურსის პირველი ეტაპი - წერითი გამოცდა (კაზუსების ამოხსნა) ჩატარდება რამდენიმე ნაკადად. გთხოვთ, თანდართულ დოკუმენტში იხილოთ შესაბამისი გადანაწილებები.

 წერითი გამოცდისას (კაზუსების ამოხსნა) თან იქონიეთ სამოქალაქო კოდექსი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი. იმ კანდიდატებმა, რომელთაც ინტერესის სფეროდ მითითებული აქვთ სისხლის სამართალი, თან იქონიეთ სისხლის სამართლის კოდექსი და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი. 
წერითი გამოცდის (კაზუსების ამოხსნა) შეფასების კრიტერიუმები იხილეთ მიმაგრებულ ფაილში. 
 
 
წერითი გამოცდის (კაზუსების ამოხსნა) შეფასების კრიტერიუმები
 
სისხლის სამართლის მიმართულება
 
სისხლის სამართლის მიმართულებით კონკურსანტს ამოსახსნელად გადაეცემა ერთი კაზუსი, რომელიც შედგენილია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ საკითხებზე.  კაზუსი შეიცავს  4 კითხვას  (2 კითხვას სისხლის სამართლის კოდექსიდან, 2 კითხვას სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსიდან). თითოეულ საკითხი ფასდება მაქსიმუმ 2 ქულით, წერითი გამოცდის მაქსიმალური შეფასებაა 8 ქულა. წერის ხანგრძლივობა შეადგენს 90 წუთს. 
 
შეფასების კრიტერიუმებია:
 
1. 2.0  ქულა - პასუხი სრულია, საკითხი ზუსტად და ამომწურავად არის გადმოცემული, ტერმინილოგია დაცულია, კონკურსანტი ზედმიწევნით კარგად ფლობს საკითხს, შეცდომები არ არის, კაზუსი უნაკლოდ არის ამოხსნილი, მსჯელობა მაღალ დონეზეა;
2. 1.0 ქულა _ პასუხი სწორია, თუმცა შეკვეცილი, არსებითად შეცდომა არ არის. მსჯელობა კარგია
3. 0.5 ქულა _ პასუხი არასრულია, მსჯელობა ფრაგმენტულია;
4. 0  _ პასუხი არსებითად მცდარია, ან საერთოდ არ არის მოცემული. 
 
სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართლის მიმართულება
 
სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით კონკურსანტს ამოსახსნელად გადაეცემა ორი კაზუსი. ერთი მათგანი მოიცავს საქართველოს სამოქალაქო კოდექსითა და  საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ საკითხებს, ხოლო მეორე კაზუსში - საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ საკითხებს. თითოეული კაზუსი შეიცავს  4 კითხვას  (2 - 2 კითხვა სამოქალაქო და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსებიდან, 2-2 კითხვა სამოქალაქო საპროცესო და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსებიდან). თითოეული საკითხი ფასდება მაქსიმუმ 2 ქულით, თითოეული კაზუსის ამოხსნის მაქსიმალური შეფასებაა 8 ქულა, წერითი გამოცდის მაქსიმალური შეფასებაა 16  ქულა. წერის ხანგრძლივობა შეადგენს 3 (სამ) საათს. 

შეფასების კრიტერიუმებია:
1. 2.0  ქულა _ პასუხი სრულია, საკითხი ზუსტად და ამომწურავად არის გადმოცემული, ტერმინილოგია დაცულია, კონკურსანტი ზედმიწევნით კარგად ფლობს საკითხს, შეცდომები არ არის, კაზუსი უნაკლოდ არის ამოხსნილი, მსჯელობა მაღალ დონეზეა;
2. 1.0 ქულა _ პასუხი სწორია, თუმცა შეკვეცილი, არსებითად შეცდომა არ არის. მსჯელობა კარგია;
3. 0.5  ქულა _ პასუხი არასრულია, მსჯელობა ფრაგმენტულია;
4. 0   პასუხი არსებითად მცდარია ან საერთოდ არ არის მოცემული;
 

სხვა სიახლეები