GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

16 იანვარი, 2024

საიას დუშეთის ოფისი იცავდა 2021 წელს მცხეთა-მთიანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის განკარგულებით გათავისუფლებულ პირს, რომელსაც საქართველოში მუდმივი ბინადრობის უფლება ჰქონდა. დასაქმებული 2017 წლიდან მუშაობდა მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატში რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურში უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე. მისი გათავისუფლება მოხდა წინასწარი ინფორმირებისა და ყოველგვარი დასაბუთების გარეშე. მოსარჩელისთვის მხოლოდ სარჩელის შეტანის შემდეგ გახდა ცნობილი, რომ სამსახურებრივი მოვალეობების შეუსრულებლობისა და სამსახურში გამოცხადებისგან სისტემატურად თავის არიდების საფუძვლით გათავისუფლდა სამსახურიდან, ხოლო სასამართლო პროცესების მიმდინარეობის დროს გათავისუფლების მიზეზად მისი უცხო ქვეყნის მოქალაქეობა გამოიკვეთა.

მოსარჩელე ითხოვდა გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობას, სამსახურში აღდგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას. სამივე ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ სახელმწიფო რწმუნებულის განკარგულება პირის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ არ შეესაბამებოდა კანონის მოთხოვნებს. შესაბამისად, სახელმწიფო რწმუნებულის განკარგულება სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ ბათილად იქნა ცნობილი და სახელმწიფო რწმუნებულს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღება.

სხვა სიახლეები