სიახლეები
საიას ზუგდიდის ოფისი იცავდა ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალის ინტერესებს საგამოძიებო ორგანოსა და სასამართლოში.
საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე, მოძალადე მამაკაცს ბრალი წარედგინა სხვადასხვა დროს ოჯახში არაერთი დანაშაულის ჩადენისთვის. კერძოდ, ზუგდიდის რაიონულმა პროკურატურამ პირს ბრალი წარუდგინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფის და დამცირების, ოჯახის ერთი წევრის სისტემატური ცემის, იძულების, არაადამიანური, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენების გამო.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენით, რომელიც კანონიერ ძალაშია შესული, ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ მიიჩნია სისხლის სამართლის კოდექსის 111, 1443-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ პირის დამცირება ან იძულება, არაადამიანურ, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენება, რაც მას ძლიერ ფიზიკურ, ფსიქიკურ ტკივილს ან მორალურ ტანჯვას აყენებს) და მოძალადეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით.
გააზიარე: