სიახლეები
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) აგრძელებს საჯარო ინსტიტუტების დემოკრატიული გზით განვითარების ხელშეწყობას. საია გიწვევთ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს „საკრებულოს საზედამხედველო როლის შესახებ“ტრენინგზე დასასწრებად.
ტრენინგის მიზანია გააძლიეროს მოქალაქეები ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგელობითი ორგანოს, საკრებულოს ფუნქციების და როლის შესახებ ცოდნით და პრაქტიკული უნარ-ჩვევებით: გთავაზობთ ჩვენთან ერთად განიხილოთ არსებული პრაქტიკა და სამართლებრივი მექანიზმები, რატომ არის მნიშვნელოვანი ძლიერი საკრებულო და როგორ შეუძლია მას ზედამხედველობა გაუწიოს მერიას და მის წინაშე ანგარიშვალდებულ ორგანოებს, რა მექანიზმები არსებობს ამისთვის და როგორ შეიძლება მოქალაქე ჩაერთოს ამ პროცესში.
ტრენინგი ტარდება საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ორგანიზებით და USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის მხარდაჭერით.
დასწრება თავისუფალია არასამთავრობო ორგანიზაციისა და მედიის წარმომადგენლების, მასწავლებლების, სტუდენტების და აქტიური მოქალაქეებისთვის, რომლებიც მუშაობენ, ცხოვრობენ ან სწავლობენ შემდეგ ქალაქებში: მესტია, ზუგდიდი, ლენტეხი, ოზურგეთი, ჩოხატაური და ბათუმი.
ტრენინგი ჩატარდება ორ ეტაპად. პირველ ეტაპზე, ონლაინ Zoom პლატფორმის მეშვეობით დარეგისტრირებულ მონაწილეებთან ჩატარდება ნახევარდღიანი ტრენინგი, ხოლო პირისპირ, ერთდღიანი ტრენინგი ჩატარდება USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის პარტნიორ ქალაქებში.
დასწრების მსურველებმა, გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია ამ ბმულზე: https://forms.gle/mRMpBbnqQHvtf8h56
ტრენინგის პირველი დღის ZOOM-ის ბმული, პირისპირ ტრენინგის ჩატარების დრო, ადგილი და დეტალური დღის წესრიგი გამოგეგზავნებათ რეგისტრაციის გავლის შემდეგ.
ტრენინგის ჩატარების განრიგი:
17 ივნისი, 10:00 – 13:00 - ონლაინ ტრენინგი (ბათუმის, ზუგდიდისა და მესტიის მონაწილეებისთვის)
18 ივნისი - ბათუმი;
19 ივნისი - ზუგდიდი;
20 ივნისი - მესტია.
17 ივნისი, 14:00 – 17:00 - ონლაინ ტრენინგი (ლენტეხის, ჩოხატაურის და ოზურგეთის მონაწილეებისთვის)
21 ივნისი - ლენტეხი;
24 ივნისი - ჩოხატაური;
25 ივნისი - ოზურგეთი.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ონლაინ ტრენინგზე დასწრება მითითებულ დროს აუცილებელია ყველა მონაწილესთვის, რადგან ტრენინგის ბოლოს გაიცემა მონაწილეობის სერტიფიკატი.
გააზიარე: