GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

03 ნოემბერი, 202012:38

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია კენჭისყრის დღეს და შემდგომ პერიოდში  293 საჩივარი წარადგინა. მათგან 137 საჩივარი კენჭისყრის ან/და ხმის დათვლის პროცედურის დარღვევას შეეხება, ხოლო 156 უბანთან მიმართებით საია შემაჯამებელ ოქმებში დაფიქსირებულ დარღვევებზე დავობს. 

წარდგენილი საჩივრებიდან საია 109 უბანთან მიმართებით ითხოვს შემაჯამებელი ოქმების ბათილობას და შესაბამისი მონაცემების ხელახლა გადათვლას. გასაჩივრებული ოქმების უმრავლესობაში ფიქსირდება დისბალანსი ან/და ოქმების გადასწორების ფაქტები.

საოლქო საარჩევნო კომისიებმა წარდგენილი საჩივრები 2 დღის ვადაში უნდა განიხილონ. 

სხვა სიახლეები